ქაბულში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ქაბულში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში
ქაბულში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში
ირანიდან ათიათასობით ავღანელი ლტოლვილის გამოძევების გამო. 21 აპრილს ირანმა 25 ათასი ავღანელის დეპორტაცია ჩაატარა, რამაც ავღანეთის მთავრობის პროტესტი გამოიწვია. ირანმა განაცხადა, რომ იგი ნახევარი მილიონი ლტოლვილის დეპორტაციას გეგმავს. ირანში ორ მილიონამდე ავღანელი ლტოლვილი იმყოფება.