საფრანგეთში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, მეორე ტურში გავიდნენ მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი სეგოლენ რუაიალი.
ცენტრისტმა ფრანსუა ბაირუმ და რადიკალმა მემარჯვენემ ჟან-მარი ლე პენმა, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს. მეორე ტური 6 მაისს ჩატარდება. გუშინდელი არჩევნები, რომლის შედეგებზე ახლა დავით კაკაბაძე გესაუბრებათ, ამომრჩევლის უაღრესად მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა: კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 84-მა პროცენტმა, რაც ოდნავ ჩამოუვარდება საფრანგეთში აქამდე ჩატარებულ არჩევნებში დაფიქსირებულ რეკორდს.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოწმენი გავხდებით კლასიკური დაპირისპირებისა: მემარჯვენე მემარცხენის წინააღმდეგ. კვირას გამართულ კენჭისყრაში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, 52 წლის ნიკოლა სარკოზიმ ხმების 31 პროცენტი მოაგროვა, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, 53 წლის სოციალისტ სეგოლენ რუაიალს, მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა თითქმის 26-მა პროცენტმა. იმისთვის, რათა ახალი პრეზიდენტი პირველივე ტურში გამოვლენილიყო, ერთ-ერთ კანდიდატს 50-პროცენტიანი ზღურბლისთვის უნდა გადაებიჯებინა, რაც, როგორც ხედავთ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე ნიკოლა სარკოზიმ თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, და განუცხადა, რომ სურს, ფრანგებს "ახალი ოცნების" განხორციელებაში დაეხმაროს.
[ნიკოლა სარკოზის ხმა] "საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩვენი დემოკრატიის გამარჯვებაა. საარჩევნო უბნებზე მასობრივად მისვლით ფრანგმა ხალხმა გამოხატა სწრაფვა, არავის მისცეს უფლება, მის მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. პირველ ტურში უპირატესობის ჩემთვის მონიჭებით და ქალბატონი რუაიალისთვის მეორე ადგილის მიჩენით მან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი სურვილი, წერტილი დაესვას დისკუსიას ქვეყნის ორნაირი ხედვის შესახებ."
ნიკოლა სარკოზი, რომელსაც ერთ ხანს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გააღრმავებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განსამტკიცებლად გამიზნულ რეფორმებს, შეუმცირებს გადასახადებს როგორც კერძო პირებს, ისე კომპანიებს, მოსპობს ბიუროკრატიულ წინაღობებს, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნას აფერხებს.
სარკოზის მეტოქე სეგოლენ რუაიალი, რომელიც იმედოვნებს, რომ საფრანგეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება, პირიქით, ეკონომიკაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის მომხრეა და პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს სოციალური უზრუნველყოფის არსებულ, საკმაოდ "ხელგაშლილ" სისტემას.
[სეგოლენ რუაიალის ხმა] "დღეს მე არა მხოლოდ, უბრალოდ, ვეკუთვნი სოციალისტთა ბანაკს. მე უფრო შორს უნდა წავიდე და ვიზრუნო ყველა მემარცხენე ძალისა და ეკოლოგიური მოძრაობის წარმომადგენელთა გაერთიანებაზე; ის კი არა, ამაზე შორსაც უნდა წავიდე."
რუაიალმა თავის მომხრეებს უთხრა, რომ სურს, იხილოს "განახლებული საფრანგეთი", რომელიც თავის მოქალაქეებსაც დაიცავს და დინამიკური ქვეყანაც იქნება.
პრეზიდენტობის დამარცხებულ კანდიდატთაგან რამდენიმემ უკვე განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს სეგოლენ რუაიალს დაუჭერს. თუმცა, გადამწყვეტი, ალბათ, ის იქნება, ვის მიანიჭებს უპირატესობას ცენტრისტი კანდიდატი, პირველ მესამე ადგილზე გასული ფრანსუა ბაირუ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების თვრამეტნახევარი პროცენტი მოაგროვა.