დღევანდელი ქართული პრესა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც ეხმიანება და საქართველოსთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოვლენებსაც.
გაზეთი “24 საათი” ოპოზიციის ლიდერებთან პრეზიდენტის გუშინდელ შეხვედრას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,ხელისუფლებისა და ოპოზიციის საერთო პოზიციები”. პუბლიკაციიდან ვიგებთ, რომ პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გაუზიარა სამხრეთ ოსეთში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის ინიციატივის თაობაზე. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია ეთანხმება პრეზიდენტის ინიციატივას, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. კანონპროექტი პარლამენტში მომავალ კვირაში შევა განსახილველად. ,,დეპუტატებს მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ დეტალებზე მსჯელობის საშუალება,” – ვკითხულობთ გაზეთში ,,24 საათი”.
დღევანდელი ,,რეზონანსი” კი გვამცნობს, რომ ,,დღეს კინოს სახლში ოპოზიციური შეკრება ეწყობა”. სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ჟურნალისტი სოფო ქვლივიძე. პუბლიკაციის მიხედვით, ეს შეხვედრა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ერთი იდეის გარშემო გაერთიანების ცდაა. ამის თაობაზე თავის მოსაზრებებს გაზეთს ,,თანასწორობის ინსტიტუტის” ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა, უზიარებს. კერძოდ, მან განაცხადა: ,,უნდა მოხდეს სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო – ქვეყანაში იყოს სამართალი”, – ვკითხულობთ დღევანდელ ,,რეზონანსში”.
დღეს გაზეთი ,,24 საათი” კვლავ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პრობლემებზე მსჯელობს. ეს ტრადიციული პრობლემები და ახალი გამოწვევებია განხილული რევაზ საყევარიშვილის სტატიაში ,,უკანონო გაზსადენი”, რომელშიც ავტორი, აღნიშნული პრობლემების ფონზე, რუსეთიდან ცხინვალისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობას ეხება. ავტორი წერს, რომ საქართველოს მოესპო შესაძლებლობა სათადარიგო რესურსად მიჩნეულ ირანულ გაზზე ირანთან დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები, ,,მოესპო, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ ამოქმედებული ირან-სომხეთის გაზსადენის ექსკლუზიური ოპერატორი რუსული სახელმწიფო ენერგომონოპოლია, ,,გაზპრომი”, გახლავთ.” შემდგომ ავტორი ფართოდ განიხილავს რუსული ენერგომონოპოლიის საკითხს და აღნიშნავს: ,,ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად ვერ ამჩნევს ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონისკენ მიმავალი ,,აუჯიყაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობას.” პუბლიკაციის ბოლოს კი ავტორი დასძენს: ,,შედეგი კი ისეთი იქნება, რასაც კიდევ ერთი ეკონომიკური კანონზომიერება ცხადყოფს: კონფლიქტური ტერიტორია იმ მეზობლისკენ წავა, რომელიც ეკონომიკურად უფრო მეტ სიძლიერეს გამოავლენს და უფრო მეტად ,,მოიბამს” კონფლიქტურ რეგიონს თუნდაც სულ უკანასკნელ, მაჩანჩალა ვაგონად.”
გაზეთი “რეზონანსი” კი დღეს პირველივე გვედზე შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს. სტატიაში, სათაურით ,,აზერბაიჯანი ირანული რაკეტების პანიკამ მოიცვა”, ვკითხულობთ: ,,გაჩნდა რეალური საშიშროება იმისა, რომ ირანმა აზერბაიჯანზე, შესაძლოა საქართველოზეც, იერიში მიიტანოს. თეირანის ოფიციალური პირების განცხადებამ იმის შესახებ, რომ თუ შეერთებული შტატები ირანზე იერიშს განახორციელებს, ირანი საპასუხოდ ამერიკისთვის ,,საინტერესო ადგილებზე” სარაკეტო დარტყმებს მოახდენს, ბაქოში უკვე პანიკა გამოიწვია. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, Aაზერბაიჯანის ქალაქებში სარდაფებს საგანგებო სიტუაციებისათვის უკვე ამზადებენ.”
დღევანდელი ,,ალია” კი სხვა საკითხებთან ერთად ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის სამსახურის პრობლემას ეხება. ,,ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ერაყიდან ჯარების გამოყვანას მოითხოვს. დააზარალებს თუ არა ეს ქართულ ჯარს?” ეს კითხვა გაზეთმა სათაურად გამოიტანა და კომენტარი რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს, სამხედრო ექსპერტ კობა ლოკლიკაძეს სთხოვა. ციტატა ინტერვიუდან: ,,რომ საქართველოს თავდაცვის განვითარების მიმართ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს, ეს დაამტკიცა თუნდაც იმან, რომ ამ დღეებში საქართველოს - ხორვატიასთან, ალბანეთთან და მაკედონიასთან ერთად - ამერიკის სენატმა, მათ შორის დემოკრატებმა, დახმარების სახით, ყველაზე დიდი თანხა, 10 მილიონი დოლარი, ერთხმად გამოუყო. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რომ სტრატეგიული ინტერესი ამერიკას კავკასიაში აქვს და ნებისმიერი ადმინისტრაციის შემთხვევაში იქნება შენარჩუნებული.” ასეთ კომენტარს აკეთებს კობა ლიკლიკაძე გაზეთ “ალიასათვის” მიცემულ დღევანდელ ინტერვიუში.