აზერბაიჯანმა და შეერთებულმა შტატებმა ენერგეტიკის

აზერბაიჯანმა და შეერთებულმა შტატებმა ენერგეტიკის სფეროში
აზერბაიჯანმა და შეერთებულმა შტატებმა ენერგეტიკის სფეროში
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება ითვალისწინებს ახალი გაზსადენების მშენებლობას, რათა კასპიის ზღვის რეგიონიდან ბუნებრივი აირი ევროპელ მომხმარებელს მიეწოდოს. შეთანხმება ვაშინგტონში გააფორმეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამადიაროვმა.