ის, რაც 16 წლის წინ, 1991 წლის 18 მარტს, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვთან, მოხდა,
ოსებისა და ქართველების მეხსიერებას ერედვის ტრაგედიად შემორჩა. თუმცა მომხდარიდან დღემდე ქართველებმა პირველად შეძლეს 91 წლის მარტში ქართველების მიერ დახოცილი ოსების საფლავებთან მისვლა და ტრაგედიის მსხვერპლთათვის პატივის მიგება. ეს ერთგვარი შერიგებისა და მობოდიშების აქცია 17 მარტს შედგა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ცხინვალის სასაფლაოზე ყვავილები ოსთაგან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიული მთავრობის წევრებმა მიიტანეს, დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით.
”პატიებისა და შერიგების აქცია” დიმიტრი სანაკოევის ორგანიზებით შედგა. 1991 წლის მარტში დახოცილი ოსების საფლავზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ქართველებმა ყვავილები, როგორც უკვე ვთქვით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიული მთავრობის წევრებთან ერთად მიიტანეს. ”ეს იყო პირველი ნაბიჯი, გადადგმული იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია მომავალში აღარასდროს განმეორდეს,” - თქვა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა:
[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ეს პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბიძგი შერიგებისთვის. ჩემი მოწოდებაა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისადმი, ოსებისა და ქართველებისადმი, გვახსოვდეს ის, რაც მოხდა და დავიწყოთ მოძრაობა შერიგებისთვის. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, რათა ჩვენმა შვილებმა აღარ გამოსცადონ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთად მეგობრულად ცხოვრება. ”
ერედვის ტრაგედია ოსებისთვის არის ყველაზე მტკივნეული ფურცელი ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიიდან. ოსთა მხარე წლების მანძილზე ითხოვდა 1991 წლის მარტში მომხდარის გამო ქართველებისგან მობოდიშებას, ამავდროულად, დამნაშავეების დასჯას. მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. 17 მარტს ცხინვალის სასაფლაოზე მისულმა დიმიტრი სანაკოევმაც მოუწოდა ქართველ სამართალდამცველებს გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავეები.
შეგახსენებთ: 1991 წლის მარტში, ოსების მერ 4 ქართველის მანქანაში დაწვის საპასუხოდ, მაშინდელი ქართული შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა 12 ოსი ცოცხლად დამარხეს. ესენი იყვნენ: იოსებ დოგუზოვი, ალბერტ გიგოლაევი, მურატ გიგოლაევი, ადამ ტეხოვი, იბრაგიმ გიგოლაევი, ივან დოგუზოვი, იბრაგიმ ჯანაევი და ასე შემდეგ .....
დახოცილთა სამარხის მიგნება და მათი იდენტიფიკაცია ტრაგედიიდან კარგა ხნის შემდეგ, 1993 წელს, მოხერხდა. ყველა ერთად ცხინვალის სასაფლაოზე იქნა გადასვენებული.
[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ჩვენდა სამარცხვინოდ, ეს მოხდა. დღეს მომხდარით მანიპულირება და ექსტრემისტული იდეებით ხელმძღვანელობა რაღაცის შენარჩუნებისთვის, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის არ შეიძლება. მე არ მინდა
ცუდი ამბების გახსენება. ”
ამბობს დიმიტრი სანაკოევი. ცხინვალში კი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თბილისი ხარჯავს დიდ ფულს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის
რეკლამირებისა და ლეგიტიმიზაციისთვის. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება მხარეთა შორის დაძაბულობის გაღრმავებისკენ არის მიმართული - აცხადებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას გაკეთდა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”რას ნიშნავს ქართულ-ოსური კონფლიქტი, ვინ არის ოსური მხარე: ბარანკევიჩი, მოროზოვი თუ პეტროვი და ივანოვი? თუ დიმიტრი სანაკოევი არის ოსური მხარე?”