სტატისტიკის თანახმად, დედამიწის მოსახლეობის
ერთ მეათედს ინვალიდები შეადგენენ. მათ შორის ბევრი უსინათლოა. კაცობრიობა სამართლიანად ამაყობს ძველი საბერძნეთის ლეგენდარულ პოეტ ჰომეროსით, გერმანელ ფილოსოფოს დიურინგით, რუს მოქანდაკე ლინა პოთი (პოლინა გორენშტეინით), ბულგარელ წინასწარმჭვრეტ ვანგათი, იტალიელ მომღერალ ანდრეა ბოჩელით – სია ძალიან გრძელია. ჯაზის სფეროში საკმარისია არტ ტეიტუმის, რეი ჩარლზის, სტივი უანდერის, ჯორჯ შირინგის სახელები ვახსენოთ. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შირინგმა ევროპული წარმოშობის ჯაზური მუსიკოსისთვის არნახულ წარმატებას მიაღწია. თუ ჯაზის განვითარების იმდროინდელ თავისებურებებს გავითვალისწინებთ, ძნელად დასაჯერებელია, რომ პიანისტი არა შეერთებულ შტატებში, არამედ ინგლისში დაიბადა. სხვა მუსიკოსებისგან შირინგი იმითაც გამოირჩეოდა, რომ დაბადებიდან ბრმა იყო. და კიდევ ერთი: ფორტეპიანოზე ჯაზის დაკვრის ხერხმა, რომელსაც “locked hands”-ს (“შეკრული ხელები”) უწოდებენ, ჯორჯის ხელოვნებაში სრულყოფილებას მიაღწია. ამ ხერხის შინაარსი შემდეგში მდგომარეობს: თემის ან იმპროვიზაციის შესრულების დროს პიანისტის ხელები კლავიატურაზე ერთი მიმართულებით მოძრაობს და მიმდევრობით ე.წ. ბლოკ-აკორდებს უკრავს. ეს სტილი თავისი ნაჯერობით ბიგ-ბენდის ჟღერადობას ჩამოჰგავს. წარსული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში თბილისის ჯაზმენთა წრეში ძალიან პოპულარული იყო ჯორჯ შირინგის მომღერალ ნენსი ვილსონთან დუეტის ჩანაწერი...
მუსიკალური ჩანართი [ვილსონ-შირინგის დუეტი]
ჯორჯ ალბერტ შირინგი ლონდონში 1919 წლის 13 აგვისტოს დაიბადა. აი, რას ჰყვება თავის ბავშვობაზე მუსიკოსი: “ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში დავიწყე. ამას მე დაკვრას არ ვუწოდებდი, ვამბობდი, რომ “ხელს ვუსვამ როიალს”. მშობლებმა “მოტივი” დამარქვეს. ძალიან მიყვარდა საშობაო მუსიკის მოსმენა. ის, რასაც მაშინ ვუკრავდი, არ იყო კლასიკური მუსიკა. მიუხედავად ამისა, ახლაც არ მიმაჩნია თავი ჯაზურ პიანისტად. მე, უბრალოდ, ვარ პიანისტი, რომელიც უკრავს ჯაზს.” ინსტრუმენტზე პროფესიულ მეცადინეობას ჭაბუკი უსინათლოთა სპეცსკოლაში შეუდგა. დასაწყისში ის კლასიკას ეუფლებოდა, მაგრამ ფეტს უოლერის და თედი ვილსონის შესრულებით ჯაზური კომპოზიციების მოსმენის შემდეგ გრამფირფიტებზე ჩაწერილი პიესების კოპირებით მან მასწავლებლის გარეშე ჯაზის დაკვრა დაიწყო. ამას ღამის კლუბებსა და ოტელებში გამოსვლები მოჰყვა. ერთხანობას ჯორჯი ”ბი-ბი-სის” ბიგ-ბენდშიც კი უკრავდა. კრიტიკოს ჯეიმს კოლიერის თქმით, იმ დროისთვის ახალგაზრდა მუსიკოსი ლონდონის და ევროპის წამყვან პიანისტად აღიარეს. 1938 წელს კიდევ ერთმა გამოჩენილმა ჯაზურმა კრიტიკოსმა ლეონარდ ფრეზიერმა სტეფან გრაპელისთან გრამფირფიტის ჩასაწერად შირინგი ამერიკაში მიიწვია.
40-იანი წლების ბოლოდან ჯორჯი, მეტსახელად “შემომკრეჭი”, შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ეს მეტსახელი ინგლისური სიტყვიდან “Shear” წარმოიშვა, რაც შემოკრეჭას ნიშნავს. ამერიკაში შირინგს ხშირად სწორედ ასე უწოდებენ. ახალ სამშობლოში პიანისტის მაღალი რეპუტაცია იმ დროს ჩამოყალიბდა, როცა მან ნიუ-იორკის ლეგენდარულ ჯაზ-კლუბ “ბერდლენდში” საკუთარი ნიშა მოიპოვა. შეერთებულ შტატებში შირინგი ერთ-ერთი პოპულარული მუსიკოსი გახდა. კინოკომპანია “მეტრო-გოლდვინ-მეიერთან” დადებულმა კონტრაქტმა მის კვინტეტს საშუალება მისცა გამოეცა გრამფირფიტები, რომლებმაც კოლექტივს დიდი წარმატება მოუტანა. ჩარლი პარკერისადმი მიძღვნილმა შირინგის კომპოზიციამ “Lullaby Of Birdland” ჯაზის შედევრების ჩამონათვალში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.
მუსიკალური ჩანართი [უკრავს ჯორჯ შირინგი]
1961 წლიდან პიანისტი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან კალიფორნიაში გადადის. ახალ კვინტეტთან მუშაობის გარდა, ის სიმფონიური ორკესტრების კონცერტებში სოლირებს. 1982 და 83 წელს შირინგმა პრესტიჟული მუსიკალური პრემია “გრემი” ზედიზედ ორჯერ მოიპოვა. სხვადასხვა დროს, სამი პრეზიდენტის – ფორდის, კარტერის და რეიგანის – მიწვევით, ის თეთრ სახლში უკრავდა. დედოფალმა ელისაბედ მეორემ შირინგს ინგლისის უმაღლესი ჯილდო – ბრიტანეთის იმპერიის ორდენი – უბოძა. მუსიკოსის მიერ მოპოვებული ჯილდოების სია შთამბეჭდავია, მაგრამ მთავარი სულ სხვაა: შირინგი ჯაზის ლეგენდად იქცა.