გასული კვირის უცხოეთის პრესის მიმოხილვას დავუთმობთ სტატიას, რომელიც 6 მარტის ნომერში დაბეჭდა გერმანიის ყოველდღიურმა გაზეთმა “ზიუდდოიჩე ცაიტუნგმა”.
სტატია ეხება საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ და იწყება მანძილის დასახელებით, რომელიც თბილისსა და ბრიუსელს აშორებს:
“3,300 კილომეტრი - შორია მანძილი, რომელიც ევროკავშირის ცენტრს, ბრიუსელს აშორებს საქართველოს დედაქალაქ თბილისისგან. მათ შორის ძევს არა მარტო გერმანია და ავსტრია, არამედ მთელი ბალკანეთი და ... შავი ზღვა. და მაინც, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გასულ კვირაში გარკვევით თქვა, რომ ბრიუსელსა და საქართველოს თითქმის არაფერი აშორებს. “საქართველო”, განაცხადა ბაროზუმ, “ევროპის ქვეყანაა და გვინდა, რაც შეიძლება მჭიდროდ დაუახლოვდეს ევროკავშირსო”.
სტატიის ავტორი ფრანკ ნინჰოიზენი თხრობას შემდეგ უკრაინით განაგრძობს - რომ ეს ქვეყანა კიდევ გაცილებით უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, უკვე უშუალოდ ესაზღვრება ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას. მაგრამ მაინც - რაც ეხება საქართველოს, ეხება უკრაინასაც: “ისინი რაც შეიძლება უნდა დაუახლოვონ ევროკავშირს, მაგრამ ისე, რომ მასში არ მიიღონო” - ასე აფასებს სტატიის ავტორი ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკას უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. ის ერთ ეპიზოდს იხსენებს:
“როცა ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანამ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში რეფორმების პროცესი შეაქო და ვიზების გაცემის გაადვილებასა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შემოღების შესაძლებლობაზე ილაპარაკა, მან იქვე გააფრთხილა ერთ-ერთი ჟურნალისტი: “მეტს ნურაფერს შემეკითხებითო”.
“მაგრამ საქართველო და უკრაინა სოლანას ამ თხოვნას არ უსრულებენო”, განაგრძობს “ზიუდდოიჩე ცაიტუნგში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო ევროკავშირს მოუწოდებენ, ადრე თუ გვიან დაიწყოს ლაპარაკი ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ პერსპექტივაზე. მაგრამ ამჟამად, ასეთ პერსპექტივაზე სალაპარაკოდ მზადყოფნას მხოლოდ პოლონეთი და ლიტვა გამოთქვამენ.
“ყველა დანარჩენი ქვეყანა თავს არიდებს ცნება “გაწევრიანებას” და ხშირად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ევროკავშირის კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის ჩავარდნის შემდეგ - თვით ევროკავშირი საჭიროებს სასწრაფო რეფორმას.”
“ამის გამო, ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ.-ლ სამეზობლო პოლიტიკასო”, დასძენს გერმანელი ჟურნალისტი და იქვე განმარტავს სამეზობლო პოლიტიკის არსს, რაზეც ახლა არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - ჩვენს გადაცემებში ხშირად გვილაპარაკია სამეზობლო პოლიტიკაზე. მაგრამ საყურადღებოა “სუსტი წერტილი”, რომელსაც “სამეზობლო პოლიტიკაში” ხედავს სტატიის ავტორი - სუსტი წერტილია ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ პერსპექტივას საუბარი არ ეხება.
“ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჯერ კიდევ რუმინეთთან და ბულგარეთთან მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ უწინარეს ყოვლისა, გაწევრიანების კონკრეტული პერსპექტივის დასახვამ დააჩქარა ამ ქვეყნებში რეფორმების რთული და ძვირადღირებული პროცესი. ამიტომ დიდია საფრთხე, რომ ისეთ სახელმწიფოებში, როგორიც არის უკრაინა და საქართველო, სადაც რეჟიმის შეცვლას სულ რამდენიმე წლის წინ დიდი ინტერესით ადვნებდა თვალს დასავლეთი, შესაძლოა შესუსტდეს რეფორმების განხორციელების ნება” - თუ მათ არ შესთავაზებენ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ პერსპექტივასო, - ამ ვარაუდს გამოთქვამს ფრანკ ნინჰოიზენი, რომლის სტატიასაც - ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებაზე, მიუნხენში გამომავალი გაზეთი “ზიუდდოიჩე ცაიტუნგი” აქვეყნებს.
დასასრულს, ძალიან მოკლედ, გერმანიის პრესაში გასულ კვირაში დაბეჭდილ კიდევ ერთ წერილზე - ის გაზეთ “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის” 7 მარტის ნომერში გამოქვეყნდა, ფოტოსურათებით არის გაფორმებული და მოგვითხრობს ადამიანებზე, რომელთაც თბილისში სამუშაოს ძებნაში, ბირჟაზე უწევთ სიარული. ასეთები კი ცოტანი არ არიან ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა, ოფიციალური მონაცემებით, 14,6 პროცენტს შეადგენს - ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, 50 პროცენტს აღწევს. ამ და სხვა ინფორმაციას საქართველოში თვალშისაცემ სოციალურ პრობლემებზე - მოიცავს სტატია, დაბეჭდილი “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში”.