აფხაზეთში ჩატარებული ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნებისადმი რუსეთის სახელისუფლებო წრეებში გამოკვეთილმა პოზიციამ
საქართველოს ხელისუფლებას მისცა მორიგი არგუმენტი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ არის აუცილებელი აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო ძალებით ჩანაცლება. ეს მორიგი არგუმენტი ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის ფედერაციის განსხვავებული შეფასებები აფხაზეთში ჩატარებულ ფსევდოარჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთი არ არის მიუკერძოებელი მხარე, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის აუცილებლობას. საქართველოს ხელისუფლებაში აქვთ იმედი, რომ აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლება არ არის შეუძლებელი. რას ეფუძნება სამშვიდობოების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით საქართველოს მხარის ოპტიმიზმი?
”საქართველოს მხარის მოთხოვნის რეალიზაცია რთულია, თუმცა არა შეუძლებელი,” - ამ რამდენიმე დღის წინ ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პერსპექტიულია აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა და რუსეთის სამშვიდობო ძალების საერთაშორისო საპოლიციო კონტინგენტით ჩანაცვლება. როგორც ცნობილია, საქართველოში, აფხაზეთში, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილს აქტიურად გამოთქვამს უკრაინა, მასთან ერთად - ბალტიისპირა სახელმწიფოები, პოლონეთი და რუმინეთი. ამას გარდა, როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თვამჯდომარე შოთა მალაშხია აღნიშნავს:
[შოთა მალაშხიას ხმა] ”ჰავიერ სოლანას პოზიცია ცნობილია, რომ თუ იქნება ფორმატი, ევროკავშირიც მზად არის, - მას აქვს სრული ინფრასტრუქტურა, - რომ ეს ჩანაცვლება მოხდეს. დღეს მსოფლიო აქტიურად ლაპარაკობს ჩანაცვლების საკითხზე. ” (სტილი დაცულია)
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში იმედოვნებენ, რომ კონფლიქტის გარშემო შექმნილი რეალური ვითარების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიო უკვე აქტიურად ლაპარაკობს არაეფექტიანი სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების საკითხზე, გაეროს უშიშროების საბჭო მიმდინარე წლის 15 აპრილისთვის მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას სამშვიდობო ოპერაციის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.
თუმცა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ( აქვე შევნიშნვათ, რომ 9 მარტს ის სწორედ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე დეპუტატთა შეკითხვებს პასუხობდა)
უშიშროების საბჭოს სხდომას ერთ კონკრეტულ მოლოდინს უკავშირებს. მისი აზრით, უშიშროების საბჭო მორიგ რეზოლუციაში ჩაწერს, რომ კოდორის ხეობაში, ზემო აფხაზეთში, საქართველო ასრულებს მის მიმართ დაწესებულ მოთხოვნებს.
სახელმწიფო მინისტრის მოლოდინი ეფუძნება ჟენევის ამასწინანდელ შეხვედრაზე გაეროს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლების შეფასებებს. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის სამშვიდობო ძალების სხვა ძალებით ჩანაცლების პრობლემას. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის თქმით:
[გივი თარგამაძის ხმა] ”აქ არის ძალიან ბევრი სამუშაო, სურვილი არსებობს არამარტო საქართველოს მხრიდან, ამიტომ მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს საერთაშორისო არენაზე მუშაობისას. მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ იმედი გვაქვს. ”
იმედს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით თავად რუსეთის ცნობილი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებაში გამოკვეთილი ახალი გარემოებაც ამყარებს. რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა აფხაზეთში ახლახან ჩატარებული არჩევნების შეფასებისას. რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების გარდა, არავის აღუნიშნავს, რომ პატივს სცემს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს და მას აფხაზეთში დემოკრატიული ტენდენციის გაგრძელებად განიხილავს.
”ამგვარი კომენტარების გაკეთებას სჯობს რუსეთმა შეასრულოს მასზე, როგორც კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ერთ-ერთ ძირითად შუამავალზე, დაკისრებული ფუნქციები და ხელი შეუწყოს მათივე გამოისობით ჩიხში შესული მოლაპარაკებათა პროცესის განახლებას. ” - ასეთი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთში გამოთქმულ შეფასებებზე, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებაზე.
იმედი იმისა, რომ რუსეთი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს, საქართველოში კარგა ხანია გაქრა. ამიტომ მიდის აქტიური მუშაობა აფხაზეთში სამშვიდობო ფორმატის შესაცვლელად. პარალელურად, როგორც სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძე აღნიშნავს, საქართველოს მხარე მზადაა გადადგას ნაბიჯები აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისა და განვითარებისთვის:
[მერაბ ანთაძის ხმა] ”მზად ვართ გავაგრძელოთ ურთიერთობა და გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, შექმნის ფონს ურთიერთნდობის აღდგენისთვის. ”