იყო დრო, როცა კოსმოსში გაფრენა მსოფლიო მნიშვნელობის ნომერ პირველ მოვლენად აღიქმებოდა და სწორედ კოსმონავტებზე
ან (როგორც მათ შეერთებულ შტატებში უწოდებდნენ) ასტრონავტებზე ცნობებით იწყებოდა ახალი ამბების გამოშვებები ტელევიზიასა თუ რადიოში. ხალხმა ზეპირად იცოდა "გმირი კოსმონავტების" გვარები, მათ უძღვნიდნენ ლესქებსა და სიმღერებს... მოკლედ, საყოველთაო პოპულარობით კოსმონავტებს მხოლოდ კინოვარსკვლავები თუ გაეჯიბრებოდნენ.
ის დრო კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა. საინტერესოა, რამდენი თქვენგანი მიპასუხებს, ამ წუთებში ვინ არტყამს წრეებს დედამიწას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მჯდომი? დღეს - თუ ამ საკითხით საგანგებოდ არ დაინტერესდი - აღარც კი იცი, ვინ მიფრინავს და ვინ მოფრინავს, ვინ ატარებს კოსმოსში დღეებს, კვირებსა და თვეებს... კი მაგრამ, რატომ ვლაპარაკობთ ყოველივე ამაზე მაინცდამაინც დღეს?
საქმე ის არის, რომ დღეს, 6 მარტს, 70 წელი შეუსრულდა ვალენტინა ტერეშკოვას, მსოფლიოში პირველ ქალს, რომელსაც კოსმოსში გაფრენის პატივი ხვდა. აი, როგორ აუწყებდა ამ ამბავს თავის მსმენელს მოსკოვის რადიოს ინგლისურენოვანი რედაქცია:
[მოსკოვის რადიოს დიქტორის ხმა] "ჩვენი მსოფლიოს ისტორიაში პირველად, კოსმოსურ სივრცეში გაფრინდა ქალი."
1963 წლის 16 ივნისს ეს ცნობა მართლაც ელვის სისწრაფით მოედო მსოფლიოს. კოსმოსურმა ხომალდმა "ვოსტოკ 6"-მა, რომელშიც 26 წლის ვალენტინა ტერეშკოვა იჯდა, 48-ჯერ შემოუარა ჩვენს პლანეტას და სამი დღე-ღამის შემდეგ მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე.
1937 წლის 6 მარტს, იაროსლავლის ოლქის პატარა სოფელ მასლენიკოვოში დაბადებული ტერეშკოვა, ვიდრე მთელს მსოფლიოში გაითქვამდა სახელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მუშაობდა; და თან, როგორც პარაშუტისტთა ადგილობრივი კლუბის წევრი, თვითმფრინავიდან ხტომის ხელოვნებასაც ეუფლებოდა. ახალგაზრდა ქალიშვილის მთელი შემდგომი ცხოვრების განმსაზღვრელად სწორედ მისი ჰობი - პარაშუტიზმი იქცა.
იური გაგარინის წარმატებული კოსმოსური გაფრენის შემდეგ, 1961 წლის 12 აპრილს რომ განხორციელდა, საბჭოთა ხელმძღვანელობამ ძებნა დაუწყო ქალს, რომელიც ტოლს არ დაუდებდა მამაკაცებს და კოსმონავტთა იმხანად ჯერ კიდევ მცირერიცხოვან არმიაში ჩაეწერებოდა. კონკრეტულად კი ეძებდნენ 30 წლამდე ასაკის პარაშუტისტს, რომელიც სიმაღლით 170 სანტიმეტრზე, ხოლო წონით 70 კილოგრამზე მეტი არ იქნებოდა.
ტერეშკოვამ ყველა ეს პირობა დააკმაყოფილა და მკაცრი შერჩევისა და რამდენიმეთვიანი ინტენსიური სამზადისის შემდეგ, 1963 წლის 16 ივნისს, კოსმოსიდან, ასეთი სიტყვებით მიმართა თანამემამულეებს:
[ვალენტინა ტერეშკოვას ხმა] "ფრენა ნორმალურად მიმდინარეობს. ხომალდის ყველა სისტემა შესანიშნავად მუშაობს. ტემპერატურა 20 გრადუსია, ტენიანობა - 40 პროცენტი. თავს მშვენივრად ვგრძნობ."
ვალენტინა ტერეშკოვას კოსმოსური თავგადასავალი საბჭოთა კავშირისთვის, ცხადია, იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული გამარჯვება იყო: მუშის დაზგიდან კოსმოსურ სივრცეში! თანაც, ტერეშკოვა კომკავშირული ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი იყო, რომლის მამა გმირულად დაეცა მეორე მსოფლიო ომში, ფინეთის ფრონტზე.
მოკლედ, გახურებულ "ცივი ომში" საბჭოთა კავშირმა კიდევ ერთი მარცხი აგემა შეერთებულ შტატებს: მას კოსმოსში ქალის გაშვებაც დაასწრო!
თუმცა, პროპაგანდა იქით იყოს და ტერეშკოვას გაფრენის ირგვლივ მუდამ დადიოდა ათასგვარი ჭორები, იყო პასუხგაუცემელი კითხვები. მაგალითად, ზოგს ეჭვი შეჰქონდა ახალგაზრდა ქალიშვილის პროფესიულ შესაძლებლობებში და ამტკიცებდა, რომ "ვოსტოკ 6"-ში მას აკრძალული ჰქონდა მართვის პულტთან მიკარება. ამას წინათ ტერეშკოვამ თავისი კოსმოსური მისიის რამდენიმე "საიდუმლო" გაანდო "როსიისკაია გაზეტას" კორესპონდენტს. კოსმონავტის თქმით, ფრენის ერთ-ერთ ეტაპზე მან შენიშნა, რომ ხომალდი დედამიწის ორბიტას სცილდებოდა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა ფრენის კონტროლის ცენტრს. საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა ნიკოლაი კოროლიოვმა ხარვეზის გამოსწორება მოახერხა და "ვოსტოკ 6" წარმატებით დაეშვა დედამიწაზე.
[სიმღერა "ვალენტინა ტვისტი". ასრულებს ედიტა პიეხა]
საბჭოთა ესტრადის პოპულარული ვარსკვლავის, წარმოშობით პოლონელი ედიტა პიეხას ეს სიმღერა - "ვალენტინა ტვისტი" - 60-იანი წლების ნამდვილ "ჰიტად" იქცა.
1963 წლის ნოემბერში ვალენტინა ტერეშკოვასა და კოსმონავტ ანდრიან ნიკოლაევის ქორწილში თვით ნიკიტა ხრუშჩოვი მივიდა - საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერი.
დღეს კი 70 წლის ტერეშკოვას დაბადების დღე პირადად მიულოცა რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა.
[ვლადიმირ პუტინის ხმა]
ასე რომ, ტრადიცია გრძელდება...