აფხაზ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად სოფელ შამგონასთან 1 მარტს დაპატიმრებული სამი ქართველი სტუდენტის დრამა გრძელდება.
დღეს, თბილისის დროით, საღამოს 8 საათზე, საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში, დაპატიმრებული სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო კოცონი დაინთება. 2 მარტს კი აფხაზურმა ტელევიზიამ დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის პრესკონფერენცია გადასცა, რომლის დროსაც ითქვა, რომ ისინი არჩევნების ჩასაშლელად აფხაზეთის ტერიტორიაზე პროვოკაციას ამზადებდნენ. იუწყებიან, რომ კვირას დანიშნული უკანონო არჩევნების მშვდიობიანად ჩასატარებლად გალის რაიონში აფხაზთა დამატებითი ძალებია შეყვანილი.
2 მარტს აფხაზეთის ტელევიზიამ სოფელ შამგონაში დაკავებული სამი ქართველი სტუდენტის - კობა ღაჭავას, ლევან რიგვავასა და ივერი ყორშიას - პრესკონფერენცია უჩვენა. აფხაზი და რუსი ჟურნალისტების წინაშე მჯდარმა ლევან რიგვავამ განაცხადა, რომ ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრია და აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად გადავიდა:
[ლევან რიგვავას ხმა] ” ჩვენი ორგანიზაციაა ”ახალი თაობა - თავისუფალი საქართველოსთვის”. ეს აქცია დაგეგმა ჩვენმა თავმჯდომარემ გელა თოლორაიამ და ამ აქციის მიზანი იყო გვეჩვენებინა ჩვენი პოზიცია ამ არჩევნებზე. ჩვენ გადავლახეთ საზღვარი აფხაზეთის ტერიტორიაზე. უკან დაბრუნებისას კი აფხაზმა ჯარისკაცებმა აგვიყვანეს.”
ახალგაზრდული მოძრაობის წევრები აპირებდნენ პროტესტი გამოეთქვათ აფხაზეთში 4 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გამო და მოუწოდებდნენ მოსახლეობას არ მიეღოთ მონაწილეობა უკანონო არჩევნებში. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს სტუდენტების მიზანზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსლან ქიშმარიამ, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ჯგუფი გალის რაიონში არჩევნების წინ პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა:
[რუსლან ქიშმარიას ხმა] ”გალის რაიონში გუშინ საღამოს ქართველი ჟურნალისტები და ეს ახალგაზრდები მიიყვანეს მდინარესთან, დაპირდნენ 600 ლარის გადახდას, თუკი ისინი გადმოვიდოდნენ ჩვენს მხარეს და შემდეგ კვლავ ქართული მხარისკენ გაიქცეოდნენ იმისთვის, რომ შემდეგ ნიღბებში, ტელეკამერების წინ, ეთქვათ, რომ არიან გალის რაიონის მცხოვრებნი და გარბიან იმის გამო, რომ მათ არჩევნებში ხმის მიცემას აძალებენ.”
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ახალი ძალით გაიშალა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართველი სტუდენტების დაპატიმრების მიუხედავად, გაძლიერდება, რადგან იგი ასახავს დევნილი მოსახლეობისა და ყველა ქართველი პატრიოტის განწყობას.
[თემურ მჟავიას ხმა] ”დევნილ საზოგადოებაში არსებობს არა მხოლოდ სურვილი წინააღმდეგობა გაუწიოს იმ რეალობას, რომელშიაც ისინი იმყოფებიან, არამედ, შესაძლებელია, ის იდეოლოგიურად მომზადდეს და რაღაც გარკვეულ მოქმედებებშიც გადაიზარდოს.”(სტილი დაცულია)
ამ წინააღმდეგობის განწყობას 3 მარტს ხმა შეუერთა საქართველოს სხვადასხვა დიდი ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების ათასობით სტუდენტმა. სტუდენტები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 4 მარტს დანიშნულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ სოფელ შამგონაში აფხაზური მილიციის მიერ დაკავებულ სამ თანატოლს. ღონისძიების ეპიცენტრი კი იყო ენგურის ხიდი და სოფელი რუხი, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალების 301-ე საგუშაგოა განლაგებული. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირებათ ანთებული ჩირაღდნები, ნიშნად იმისა, რომ ქართველებს მშვიდობა სურთ.