აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 4 მარტისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად,
მწვავდება სიტუაცია უპირატესად ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, სოფელ შამგონასთან, პირველ მარტს მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ინტენსიური სროლის ხმა ისმოდა. მართალია, ქართველი პოლიციელებისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ, თუ აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის წარმომადგენლებს ვერწმუნებით, სეპარატისტებმა დააპატიმრეს და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს სამი აფხაზი ახალგაზრდა, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ. რა მოხდა პირველ მარტს გალის რაიონში, ვინ და რატომ ძაბავს ვითარებას კონფლიქტის ზონაში?
გაზაფხულის პირველი დღე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის უჩვეულოდ ცხელი გამოდგა. გალისა და ზუგდიდის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ახალგაზრდული მოძრაობა „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის“ აქციას მართავდა, როდესაც სროლის ხმა გაისმა.
[ისმის სროლის ხმა]
აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ცეცხლი სეპარატისტებმა გახსნეს, რითაც გალის პატრიოტთა კავშირისა და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრის ჩაშლას შეეცადნენ. გელა თოლორაია, ორიოდე თვის წინ დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ირწმუნება, რომ ოთხმა აფხაზმა ახალგაზრდამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო და ოთხი მარტისათვის დანიშნული უკანონო არჩევნები გააპროტესტა.
[გელა თოლორაიას ხმა] „ჩვენთან გადმოვიდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენს გვერდით დგანან, მაგრამ უკან რომ ბრუნდებოდნენ, მაშინ დაიჭირეს.“
დაჭერას გადაურჩნენ თავად აქციის ორგანიზატორები, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა კი 2 მარტს მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
[შოთა ხიზანიშვილის ხმა] „შსს უკიდურესად უარყოფითად აფასებს გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობას, სადაც ადგილი აქვს ადგილობრივი მცხოვრებლების სისტემატურ შევიწროებას, ტერორს, დაშინებასა და გატაცებას, ფულის გამოძალვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ არაკანონიერი მოქმედებები ხორციელდება კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების უმოქმედობისა და, ხშირ შემთხვევაში, ხელშეწყობის ფონზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს დამკვირვებელთა მისიას, რუს სამშვიდობო ძალებს, კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულ მხარეებს, უზრუნველყონ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.“
თუმცა ესქპერტები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებები კიდევ უფრო მეტად დაირღვევა უშუალოდ არჩევნების დღეს, 4 მარტს. პაატა დავითაია, დამფუძნებელი მოძრაობისა „ჩვენ თვითონ“, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს:
[პაატა დავითაიას ხმა] „სისხლის სამართლის საქმეები ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს აღძრული, უნდა გაირკვეს, ვინ ესროლა ამ ახალგაზრდებს. თუ ამას სამართლებრივი შეფასება არ მიეცა, იქნება სერიოზული პრობლემები მომავალშიც, იმიტომ რომ სეპარატისტები თავს გრძნობენ უდანაშაულოდ. დარწმუნებული ვარ, 4 მარტს იქნება სერიოზული შეტაკებები ბაღაფშისა და ხაჯინბას მხარდამჭერებს შორის, თუ ვინ მეტ ქართველს მიიყვანს საარჩევნო უბანში.“ (სტილი დაცულია)
პაატა დავითაიას თქმით, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის განხეთქილება, მართლაც, არის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სეპარატისტთა ნაწილი პრორუსულ ორიენტაციას ღალატობს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ამბობს, რომ საქართველოს ელექტრონულ მედიაში გავრცელებული იფნორმაცია, რომ, თითქოს, აფხაზეთის მებრძოლთა კავშირ „ამცახარას“ უკმაყოფილო წევრები საქართველოს ხელისუფლებას თანაუგრძნობენ, სიმართლეს არ შეესაბამება:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “განხეთქილება “ამცახარაში” ნამდვილად არის დიდი ხანია, მაგრამ არაფერი საერთო მას საქართველოსთან არა აქვს. “ამცახარაში” განხეთქილება არის ბაღაფშის წინააღმდეგ, მაგრამ არა საქართველოს, არამედ რუსეთის სასარგებლოდ. არა საქართველოსკენ, არამედ რუსეთისკენ, არძინბასკენ, ხაჯიმბასკენ გადაიხარა. განხეთქილება ხდება ბაღაფშიდან იქეთ და არა აქეთ.“ (სტილი დაცულია)
პაატა ზაქარეიშვილი ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი აფხაზი და ქართველი პატრიოტები, რომლებიც საქართველოს ელექტრონულ მედიაში, როგორც წესი, ნიღბების გარეშე არ ჩნდებიან, პარტიზანული მოძრაობის ყოფილი წევრები უნდა იყვნენ, თუმცა გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ რაიონის ტერიტორიაზე არანაირი პატრიოტები არ მოქმედებენ და რომ პიველი მარტის ინციდენტიც არა საპროტესტო აქციის, არამედ პროვოკაციის შედეგი იყო.