კვირას საღამოს, როცა ევროპაში მეორე დილა თენდებოდა, საქართველოში კი ორშაბათი უკვე გათენებულიც იყო, ლოს ანჯელესში დამთავრდა ამერიკის კინოაკადემიის პრემიებით - "ოსკარებით" დაჯილდოების
ყოველწლიური, რიგით 79-ე ცერემონია. საღამო ამერიკელი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს ბენეფისად იქცა: მისმა ახალმა ფილმმა, "განდგომილებმა", ოთხი "ოსკარი" მოიპოვა, მათ შორის - ყველაზე ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები - საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსაცხადებლად სცენაზე ჰოლივუდის ერთბაშად სამი ლეგენდა ავიდა: სტივენ სპილბერგი, ფრენსის ფორდ კოპოლა და ჯორჯ ლუკასი. როგორც კონვერტის გახსნის შედეგად გაირკვა, ლაურეატი მათი ახლო მეგობარი გახდა. მისი ვინაობა დამსწრე საზოგადოებასა და მილიონობით ტელემაყურებელს სტივენ სპილბერგმა აუწყა:
[სტივენ სპილბერგის ხმა] "ოსკარი" გადაეცემა მარტინ სკორსეზეს!"
64 წლის მარტინ სკორსეზესთვის, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს პირველი "ოსკარი" გახლდათ, თუმცა მისი ფილმები (მათ შორის "ტაქსისტი" და "გაცოფებული ხარი") უწინ ხუთჯერ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე. როგორც დარბაზის რეაქციამ ცხადყო, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და პროდიუსერების უდიდესმა უმრავლესობამ ჟიურის არჩევანი მოუწონა. თავად სკორსეზე აშკარად აღელვებული ჩანდა:
[მარტინ სკორსეზეს ხმა] "გაოგნებული ვარ აკადემიის მხრიდან ასეთი პატივით, და იმითაც, რომ ამ ჯილდოს ძველი მეგობრები გადმომცემენ. 37 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. ძალიან გულაჩუყებული ვარ..."
"განდგომილები" კრიმინალური ტრილერის ჟანრს მიეკუთვნება და ორგანიზებულ დანაშაულთან პოლიციის ბრძოლის ამბავს მოგვითხრობს. სკორსეზეს ამ ფილმის გამარჯვება სპეციალისტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისევე, როგორც არავის გაუკვირვებია ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის "ოსკარის" მინიჭებას ჰელენ მირენისთვის - ბრიტანელი მსახიობისთვის, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა ელისაბედ მეორის როლი ფილმ "დედოფალში".
[ჰელენ მირენის ხმა] "დიდი მადლობა, აკადემია! უღრმესი მადლობა! უდიდესი პატივია. ჩემმა დამ მითხრა, ხომ იცი, როგორ უყვართ სკოლის მოწაფეებს წარჩინებისთვის ოქროს ვარსკვლავების მიღებაო. ჰოდა, ეს უდიდესი და უძვირფასესი ოქროს ვარსკვლავია, რომელიც კი ოდესმე მიმიღია. მინდა, ეს ოქროს ვარსკვლავი ვუწილადო სხვა ნომინანტებს - ამ ბრწყინვალე, ბრწყინვალე მსახიობებს, რომლებმაც წელს ასე მოგვაჯადოვეს თავიანთი თამაშით."
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის დაწესებული ჯილდო ერგო შავკანიან კინომსახიობს ფორესტ უიტეკერს, რომელმაც უგანდელი დიქტატორის იდი ამინის როლი შეასრულა ფილმში "შოტლანდიის ბოლო მეფე". უიტეკერის ამ გამარჯვებამ, როგორც ერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, დაადასტურა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაშინაც კი, თუ ღარიბ ოჯახში დაიბადე.
[ფორესტ უიტეკერის ხმა] "ასეთი აღიარება მაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლებელია; შესაძლებელია, რომ აღმოსავლეთტეხასელმა ბავშვმა, რომელიც ლოს ანჯელესსა და კარსონში გაიზარდა, თუკი მას საკუთარი ოცნებების სჯერა და მთელი გულით შეეცდება მათს განხორციელებას, ხელი შეახოს ამ ოცნებებს და აისრულოს ისინი."
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის "ოსკარი" მიენიჭა გერმანულ ფილმს "სხვების ცხოვრება", რომლის მოქმედება 80-იანი წლების აღმოსავლეთ გერმანიაში ხდება და გვიამბობს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეების ცხოვრებაზე იქაური საიდუმლო სამსახურის - "შტაზის" გავლენაზე.