გასულ კვირას საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მკაცრმა გამოსვლამ - ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის გაუქმებამ და საბაჟო დეპარტამენტის მუშაობით უკიდურესმა უკმაყოფილებამ.
ამ თემას ქართული პრესა ფარდოდ აშუქებდა მთელი კვირის განმავლობაში. გაზეთი “რეზონანსი” წერდა: ,,მთავრობაში გავლენების გადანაწილების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. არსებობს მოსაზრება, რომ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ანთელიძის გათავისუფლებით პრეზიდენტმა პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის კადრების მუსრის გავლება გადაწყვიტა. ოპოზიციის აზრით, სახელისუფლებო დაპირისპირების დროს ის ძალა გაიმარჯვებს, რომლის კადრიც გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე დაინიშნება.”
იგივე გაზეთი ,,რეზონანსი” ტარნსპორტის მარეგულირებელი კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებით წერდა: ,,მარეგულირებელი კომისიები უქმდება. ოპოზიციის მტკიცებით, პრეზიდენტის გუშინდელმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ხელისუფლებაში არსებულ დაპირისპირებას ფარდა ახადა.”
ამ მოვლენაზე საუბარი პრესაში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
“სააკაშვილის კორიდა” - ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას პარასკევის “ახალი ვერსია”, რომელშიც ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის 21 თებერვლის გადაწყვეტილებებს ასე აფასებს: “პრეზიდენტმა ასეთი ფრაზაც თქვა, პარლამენტმა კორუფციული კანონი გააპარაო. როგორ წარმოგიდგენიათ კანონის სამი მოსმენით გაპარება და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად შეცურება? ამით კანონპროექტის ავტორს, მიხეილ მაჭავარიანს, მოსცხო ჩირქი.”
გაზეთი “რეზონანსი” კი თემას აგრძელებს პუბლიკაციით, რომლის სათაურია
“სააკაშვილმა კონსტიტუცია და ორი კანონი დაარღვია”. “კანონი მე ვარ – ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილს არ გაუკეთებია, მაგრამ, იურისტების განცხადებით, 21 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებებით დაადასტურა. მათი თქმით, საბაჟო დეპარტამენტის მთელი შემადგენლობის დათხოვნითა და ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიისთვის “დიდი ბოქლომის დადებით” პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია, შრომის კანონთა კოდექსი და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი დაარღვია,” - წერს გაზეთი “რეზონანსი”.
გასულ კვირას “24 საათი” უბრუნდება თემას, რომელიც განსჯის საგანი რუსეთის ფედერაციის ელჩის განცხადების შემდეგ გახდა – აზრი საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ. ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თორნიკე შარაშენიძე “24 საათში” წერს: “თუკი ეს ნეიტრალიტეტი ასე კარგი და იოლია, რატომ არ აცხადებს მას ყველა?” და მაგალითი ისტორიიდან მოჰყავს.
ეს თემა ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტუალური იყო. პარასკევს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გივი თარგამაძემ და გიგა ბიკერიამ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას ნატოსთან დაკავშირებით პოზიციის გარკვევისაკენ მოუწოდეს. შაბათს ქართული პრესის მთავარი თემა სწორედ ამ პრესკონფერენციის განხილვა იყო.
გაზეთი ,,ალია”, მაგალითად, წერს: ,,ქვეყანაში ორი ოპოზიციის არსებობა უკვე ღიად ფიქსირდება. თუ ადრე, უბრალოდ, გვყავდა საპარლამენტო და პარლამენტსგარე ოპოზიცია, ახლა ოპოზიციას იდეური წყალფგამყოფი აქვს – ერთი ნაწილი ნატოში შესვლას უჭერს მხარს, მეორე – ნეიტრალიტეტს. რატომღაც ისე აეწყო, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ნატოში შესვლის მომხრეა, პარლამენტს გარეთ დარჩენილები – ნეიტრალიტეტის.”
გაზეთი “ახალი თაობა” შაბათს აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,ოპოზიცია იგორ გიორგაძის ჩანაცვლებას ცდილობს”.,,გივი თარგამაძემ ეროვნული ფორუმის წევრები ირაკლი მელაშვილი, კახა შარტავა გოჩა ჯოჯუა და ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანი დაასახელა და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის ელჩთან პარალელში საუბრობდნენ, რომელიც გვთავაზობდა, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა გახდეს,” – წერს “ახალი თაობა”.
გაზეთი “24 საათი” კი პუბლიკაციაში, სათაურით ,,ანტინატოს ,,ლუსტრაცია”, წერს: ,,საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებას არ დაუშვებს – ასეთია მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია,” - ვკითხულობთ გაზეთში.
ამ თემაზე, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, პრეზიდენტმა პარასკევს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. ამ შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს მკითხველს შაბათის “24 საათი” უზიარებს პუბლიკაციაში, სათაურით ,,ჩვენი მთავარი პრინციპია – ჩვენი პრინციპები არ დავარღვიოთ”. ,,ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ პოლიტიკოსებთან დამოკიდებულებაში პრეზიდენტი მკაცრი იყო, ოპოზიციისა და რუსეთის პრეზიდენტის მიმართ კი – განსაკუთრებით კონსტრუქციული,” – ვკითხულობთ გაზეთ “24 საათის” შაბათის ნომერში.