ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის

ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ფრენკ ბოლანდი
ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ფრენკ ბოლანდი
საქართველოს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს შეხვდა და ის საკითხები განიხილა, რომელიც ნატოს შეფასების დოკუმენტში შევა. ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი. ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრას კონსულტაციის გაწევის და რეკომენდაციის ხასიათი ჰქონდა.