მრჩეველი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საკითხებში, სტივენ ჰედლი ნატოს წევრებს მოუწოდებს,

გაზარდონ ავღანეთში ალიანსის ოპერაციების დაფინანსება. ჰედლიმ დღეს ბრიუსელში, სადაც ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან მოლაპარაკება გამართა, აღნიშნა, რომ წარუმატებლობა ავღანეთში "ტრაგედია" იქნებოდა და ძირს გამოუთხრიდა ევროპის და აშშ-ის უსაფრთხოებას. ავღანეთში ნატოს სარდლობას ექვემდებარება 33000-კაციანი მრავალეროვანი ჯარები. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში 2 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა და 2 დაიჭრა.