დღეს იწურება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ვადა, რომლისთვისაც ირანს ურანის გამდიდრების საქმიანობა უნდა შეეწყვიტა.
მაგრამ თეირანი, როგორც ჩანს, არ აპირებს ურანის გამდიდრებაზე უარის თქმას. დღეს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ბირთვული ტექნოლოგიის დაუფლება მისი ქვეყნისთვის არა მხოლოდ განვითარების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ღირსების საკითხიც არის.
დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ 60 დღის ვადა მისცა თეირანს ურანის გამდიდრების შესაჩერებლად. ვადა დღეს, ღამის 12 საათზე იწურება, რის შემდეგაც გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ბარადეი შესაბამის ანგარიშს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ გამდიდრებული ურანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწვავად ბირთვული რეაქტორისთვის, მაგრამ მისი გამოყენება ატომური ბომბის შესაქმნელადაც შეიძლება. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და მას - როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების წევრ ქვეყანას - სრული უფლება აქვს, მშვიდობიანი მიზნებით ახორციელებდეს ურანის გამდიდრებას. დასავლეთს დიდად არ სჯერა ამ განცხადებებისა და ამიტომ ყოველ ღონეს ხმარობს თეირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.
როგორც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ამ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ სამშაბათს განაცხადა, თეირანი მზად არის, გარანტია მისცეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არ ეცდება ბირთვული იარაღის შექმნას. მისივე თქმით, ირანი მზად არის სალაპარაკოდ, მაგრამ ურანის გამდიდრების შეჩერება მოლაპარაკების საგანი ვერ იქნება.
ვენაში, მოჰამედ ბარადეისთან შეხვედრის შემდეგ, ლარიჯანიმ აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას სასიკეთო შედეგი არ მოჰყვება.
[ალი ლარიჯანის ხმა] "თუ ვინმეს მოსწონს ირაციონალური და გაუაზრებელი ქცევა, მაშინ ამ ქცევას შესაბამის პასუხს გავცემთ. ერთი ვარიანტია, საკითხი ლოგიკურად და მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ, ხოლო მეორე ვარიანტი უხეში ქცევაა."
დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ აკრძალა ირანისთვის ბირთვული მასალებისა და ტექნოლოგიების მიყიდვა. მაშინვე, გაერომ განაცხადა, რომ "შესაბამის ზომებს" მიმართავს, თუ ირანი არ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას. სამშაბათს ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, მზად ვართ, შევწყვიტოთ ურანის გამდიდრება, თუ დასავლეთის ქვეყნებიც ასევე მოიქცევიანო. ამ წინადადებას - თეთრი სახლის პრესმდივნის ტონი სნოუს პირით - დაუყოვნებლივ უპასუხა ვაშინგტონმა:
[ტონი სნოუს ხმა] "წინადადება, რომელიც ირანელებმა უნდა წარმოადგინონ, უნდა შეიცავდეს ბირთვული მასალის გამდიდრების შეწყვეტას; ანუ შეწყვეტას საქმიანობისა, რომელიც ბომბის შესაქმნელად შეიძლება იქნეს გამოყენებული."
ამასთანავე, სნოუმ უარი თქვა ეპასუხა შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა ირანს რაიმე სანქციები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. თეთრი სახლის პრესმდივანმა მხოლოდ ის თქვა, რომ ვაშინგტონი ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელის მოჰამედ ბარადეის ანგარიშს დაელოდება.
დაბოლოს: გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ირანს მოუწოდა, დაიცვას უშიშროების საბჭოს მიერ მისთვის მიცემული ვადა და შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.