ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი; მეორე მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი; მესამე მხრივ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაგუნდელები
- ადამიანები, რომლებიც დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ. რა ურთიერთობაა ამ სამ სეგმენტს შორის? ვინ არის ერთმანეთის გვერდით ან ერთმანეთის პირისპირ?
ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებიდან წასვლამ საქართველოს მოსახლეობას გაურკვევლობის განცდა დაუტოვა: თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკმაოდ მკაფიო პროტესტით დატოვა პრეზიდენტის გარემოცვა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, იგი ორჯერ დაიყენა გვერდით ბრიფინგზე და ორჯერვე საზოგადოებას მისი კარიერული ვარდნის შესახებ აუწყა. ეს იმას ნიშნავდა, რომ პრეზიდენტი სრულად ფლობდა სიტუაციას და ოქრუაშვილის პროტესტი, სააკაშვილის ძალაუფლების ფონზე, მეტად უსუსურად გამოიყურებოდა.
თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის სამომავლო კარიერის მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე გრძელდება. თავდაცვის მინისტრი არაფორმალურად ხელმძღვანელობდა ძლიერ სახელისუფლო ბანაკს, რომელიც მისი წასვლის შემდეგ ან უნდა დაშლილიყო, ან ახალი ლიდერის ირგვლივ შემოკრებილიყო, ან ძველ ლიდერთან ჩრდილოვან სივრცეში გაერთიანებულიყო. შესაბამისად, ჩნდება კითხვები: დაიშალა ეს ბანაკი თუ შენარჩუნდა? თუ შენარჩუნდა, ვინ არის მისი რეალური ლიდერი? რა ურთიერთობა აქვს სახელისუფლო ორბიტიდან მოწყვეტილ ოქრუაშვილს ორბიტაზე დარჩენილ თანაგუნდელებთან? აპირებს თუ არა იგი ხელისუფლებაში დაბრუნებას და, თუ აპირებს, რა სტატუსით?
ორი გადაწყვეტილება, რომელიც თავდაცვის მინისტრის გადაყენების პარალელურად მომზადდა, სწორედ იმ ბერკეტების ჩამორთმევას ემსახურებოდა, რომელთა დაკარგვა განაწყენებულ ოქრუაშვილს ძალას მთლიანად გამოაცლიდა. პირველი იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელის შეცვლა და მეორე - გიორგი არველაძის გადაყვანა სახელმწიფო კანცელარიიდან ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელად. ორივე გადაწყვეტილება გულისხმობდა, რომ ოქრუაშვილის გავლენა საინფორმაციო სივრცეზე და, ესე იგი, საზოგადოებაზე მინიმუმამდე უნდა შემცირებულიყო.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულ ძალოვან მინისტრს პოლიტიკური ფუნქცია შეენარჩუნებინა. ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევა უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ მის სახელს დღემდე რეალური მოლოდინები უკავშირდება საზოგადოების გარკვეულ ფენებში. თანაც, ეს მოლოდინები ერთი ერთზე ემთხვევა ძლიერი ოპოზიციური ლიდერის გამოჩენის სურვილს.
რა ხდება ამ დროს ოქრუაშვილის ყოფილ სახელისუფლო ბანაკში? ერთი მთავარი სიმპტომი, რომელიც ამ ბანაკის დღემდე არსებობას ადასტურებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მდგომარეობაა. ტელეკომპანიიდან ქიბარ ხალვაშის წასვლის შემდეგ დავით ბეჟუაშვილმა ორ ოფიციალურ კომენტარში დაადასტურა, რომ იგი “რუსთავი 2”-ის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას აპირებს და მოლაპარაკებებსაც აწარმოებს ამ მიმართულებით. თუკი დავით ბეჟუაშვილი, რომელიც ვანო მერაბიშვილის გუნდის აქტიური მოთამაშეა, ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდებოდა, ოქრუაშვილის ყოფილი ბანაკი მეტისმეტად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი შიდა ომის შედეგად, ოქრუაშვილის თანამებრძოლებმა ტელეკომპანია შეინარჩუნეს. ცხადია, ეს პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
საჯარო სივრცეში არ არსებობს ფაქტები, რომლებიც დაადასტურებდა ოქრუაშვილის ყოფილი გუნდის მჭიდრო პოლიტიკურ კავშირს მის ყოფილ ლიდერთან. მაგრამ გუნდი ლიდერის გარეშე ვერ იარსებებს, მით უმეტეს, რომ დაპირისპირებულ გუნდს მეტად გავლენიანი ლიდერი ჰყავს ვანო მერაბიშვილის სახით. ადამიანი, რომელიც ოქრუაშვილის პოლიტიკური მეგობრებიდან დღეს ყველაზე ახლოსაა პრეზიდენტთან - მარიკა ვერულაშვილია. აღმოაჩნდება თუ არა მას რესურსი, ახალ ლიდერად ჩამოყალიბდეს? თუ ოქრუაშვილის მიერ შემოკრებილი გუნდი ისევ ძველი ლიდერის იმედადაა და მასთან ერთად ჩრდილოვან სივრცეში აგებს სამომავლო გეგმებს? ან, იქნებ, ძველი თანამებრძოლები პრეზიდენტს არწმუნებენ, რომ ოქრუაშვილი უკან, სახელისუფლო არენაზე დააბრუნოს? ვის გვერდით ხედავენ საკუთარ მომავალს არველაძე, კირკიტაძე, კეზერაშვილი, ვერულაშვილი... ვინ ეგულება სამომავლოდ გვერდით თავად ოქრუაშვილს?
ამ კითხვებზე დასაბუთებული პასუხის გაცემას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ფაქტია, რომ ხელისუფლების ირგვლივ შეკრულია პოლიტიკური სამკუთხედი: სააკაშვილი - ოქრუაშვილი - მისი ყოფილი გუნდი. შესაძლოა, სამკუთხედის აქტუალობა დღეს არც ჩანდეს, მაგრამ მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ამ სამ სეგმენტს შორის ურთიერთობის გარკვევა იქნება.