"გლობალური ინიციატივა ბირთვულ ტერორიზმთან საბრძოლველად" - ასე ეწოდება კონფერენციას, რომელსაც ამ დღეებში თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს.
ანკარაში შეიკრიბნენ როგორც ბირთვული, ისე არაბირთვული სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ უნდა შევუშალოთ ხელი ტერორისტებს, ბირთვულ ნივთიერებებს დაეუფლონ.
კონფერენციის მონაწილეთა შორის არიან ხუთი ბირთვული სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, აგრეთვე ყაზახეთის, იაპონიის, მაროკოს, კანადის, ავსტრალიისა და მასპინძელი თურქეთის წარმომადგენლები.
"გლობალური ინიციატივა ბირთვულ ტერორიზმთან საბრძოლველად" უკვე მეორედ მართავს კონფერენციას. პირველად იგი შარშან ზაფხულში, შეერთებული შტატებისა და რუსეთის თაოსნობით ჩატარდა. ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია, უფრო მკაცრი კონტროლი დაწესდეს ბირთვული მასალების საცავებში თუ სხვა ბირთვულ ობიექტებზე.
რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ბრეფნი ო'რურკი ესაუბრა ლონდონში მოქმედი კვლევითი ინსტიტუტის "ჩეთემ ჰაუსის" უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს პოლ კორნიშს, რომლის თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე მომდინარეობს მსოფლიოში მიმოფანტული მცირე საცავებიდან, მაგალითად, საუნივერსიტეტო ლაბორატორიებიდან. როგორც წესი, ასეთ კვლევით ლაბორატორიებში 10-დან 20 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი ინახება, და მისი შენახვის პირობები საკმარისად მკაცრი არ არის. შეკითხვაზე, ყველაზე მეტად რომელ ქვეყანას უჭირს ბირთვულ ნივთიერებათა საცავების გაკონტროლება, კორნიშმა ასე უპასუხა:
[პოლ კორნიშის ხმა] "წესით, ეს რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთმა ბოლო ხუთი-ათი წლის მანძილზე უზარმაზარი სამუშაო გასწია - საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით - საცავებში რეჟიმის გამკაცრების თვალსაწრისით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბირთვული ნივთიერებების მოპარვის შემთხვევები დასავლეთშიც ყოფილა."
ლონდონელი ექსპერტის თქმით, ტერორისტებს შეუძლიათ, უბრალო (ან ე.წ. "ნედლი") ბომბის დასამზადებლად საჭირო რაოდენობის ბირთვული ნივთიერება მოაგროვონ სხვადასხვა ლაბორატორიებიდან ან სულაც ნაკლებად დაცული ობიექტებიდან, რომლებზეც ბირთვული ნარჩენები ინახება. კორნიში დასძენს, რომ ბომბის ან რადიაციით დამაბინძურებელი მოწყობილობის შესაქმნელად აუცილებელია ამ პროცესში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობა. იგი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ტერორისტებმა კლასიკური ბირთვული იარაღის შექმნა შეძლონ.
[პოლ კორნიშის ხმა] "ცხადია, თუ შენი საკუთარი ურანის გამდიდრება გსურს, საამისოდ აუცილებელია გამდიდრების ურთულესი, რამდენიმესაფეხურიანი პროცესი, ასეთ რამეს რამდენიმე გამოქვაბულში ვერ გააკეთებ. ხოლო თუ პლუტონიუმის მოპოვება გინდა, ამისთვის ბირთვული რეაქტორი გჭირდება. ყოველივე ამის მასშტაბი უზარმაზარია!"