აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების
მიერ დანიშნული და ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მათ შორის, არჩევნები გალის რაიონში - ჩატარებულად უნდა იქნეს მიჩნეული. მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ გალის რაიონის ქართველობის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ არჩევნები გალის რაიონშიც შედგა და რომ საარჩევნო უბნებზე გალის რაიონის მოსახლეობის 30 პროცენტი გამოცხადდა. თბილისში არავის ჰქონია იმის ილუზია, რომ, არჩევნებზე მოსახლეობის პასიურობის შემთხვევაში, სოხუმში გალის რაიონში არჩევნებს ჩაშლილად გამოაცხადებდნენ. აქ იმის შესახებ კამათობენ, ღირს თუ არა ამ არჩევნებისთვის დიდი ყურადღების მიქცევა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები აფხაზეთში 11 თებერვალს ჩატარდა. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ირწმუნება, რომ აფხაზეთის მრავალ საარჩევნო ოლქში არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი, 50 პროცენტიანი, აქტივობა შეიმჩნეობდა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესი გამოავლინა გალის რაიონის მოსახლეობამაც. ასეა თუ ისე, სოხუმში ირწმუნებიან, რომ 11 თებერვალს არჩევნები აფხაზეთის შვიდივე რაიონში შედგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენგურს იქით მალე ახლად არჩეული საკრებულოები დაიწყებს მუშაობას და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტიც ამ საკრებულოებიდან დანიშნავს რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელებს.
პირველი ადგილობრივი არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 1998 წელს ჩატარდა. მაშინაც და შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 3 წლის ვადით აირჩიეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახლად არჩეულმა საკრებულოებმა უკვე 4 წლის მანძილზე უნდა იმუშაოს. არჩევნები მაჟორიტარული პრინციპით ჩატარდა, პარტიული სიები არ მოქმედებდა და, სწორედ ამის გათვალისწინებით, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ არ შეიძლება 11 თებერვლის არჩევნები აფხაზეთში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად იქნეს განხილული. ამიტომ, ზაქარეიშვილის აზრით, ჯობდა საქართველოს ხელისუფლებას თავი შეეკავებინა აფხაზეთში ადგილობრივი არჩევნების პოლიტიზირებისგან.
თუმცა საკითხის პოლიტიზირება გალის რაიონის თავისებურებამ განაპირობა. სეპარატისტული ხელისუფლება ირწმუნება, რომ გალის რაიონში არჩევნები შედგა, რომ აფხაზეთში დანიშნული ადგილობრივი არჩევნებით გალის რაიონის ქართველობაც აქტიურად დაინტერესდა. აფხაზეთის დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ გალის რაიონში არჩევნები არ შემდგარა, რადგან, აფხაზთა ზეწოლის მიუხედავად, ქართველებმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს:
[თემურ მჟავიას ხმა] ”დიდმა ნაწილმა პატრიოტული ნება დააფიქსირა და გამოხატა ერთგულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.ის ნაწილი, ვინც ეს ვერ მოახერხა, იმდენად მცირეა, რომ, შესაძლებელია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირდეს. ”
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თემურ მჟავიას ნათქვამს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დასძენს:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”როგორც ჩვენ ვამბობთ, არ ჩატარდაო, ისე აფხაზები ამბობენ, ჩატარდაო. რანაირად დაამტკიცებ? არ არსებობს ამის არანაირი მექანიზმი. ჩვენი უგუნური, ბრმა ბრძოლით ამ არჩევნების არსებობას ვაღიარებთ. ”
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თბილისის მხრიდან 11 თებერვლის არჩევნების თემის იგნორირება აჯობებდა, რადგან ამ არჩევნებს სერიოზულად აფხაზეთშიც არ ეკიდებოდნენ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს 12 თებერვალს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.
”გალის რაიონის მოსახლეობამ დემონსტრაციულად თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე და ამგვარად გამოხატა თავისი პროტესტი. ეს იყო პასიური სამოქალაქო წინააღმდეგობა,” - განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა. გალის რაიონის მოსახლოების პასიურ სამოქალაქო წინააღმდეგობას მან გმირობაც უწოდა.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არსებობს მოსაზრება, რომ მოცემულ ეტაპზე არ ღირდა თბილისიდან მსჯელობა იმაზე, როგორ ჩატარდა აფხაზეთში ადგილობრივი არჩევნები და რეალურად ჩატარდა თუ არა არჩევნები გალის რაიონში.
სოხუმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მალე ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნებიც უნდა ჩატარდეს. გალის რაიონის მოსახლეობის პოზიციის გათვალისწინებით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა შექმნა სპეციალური სამსახური არჩევნებისთვის მოსახლეობასთან მუშაობის წარსამართავად. გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივ არჩევნებზე გალის რაიონის მოსახლეობის დაბალმა აქტივობამ დე ფაქტო პრეზიდენტს რაიონში საკადრო ცვლილებებიც უკარნახა. ცხადია, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად განვითარდება პროცესები აფხაზეთში ( განსაკუთრებით გალის რაიონში) გაზაფხულის პირას, საპარლამენტო არჩევნებისთვის. გალის რაიონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწევს სერიოზულ პრობლემებთან შეჯახება იმისათვის, რომ შემდეგ თბილისიდან მისი ქმედება პატრიოტიზმის გამოვლინებად და გმირობად იქნეს შეფასებული.