განვლილ კვირაში ერაყში 140-მდე ტერორიზმში

განვლილ კვირაში ერაყში 140-მდე ტერორიზმში ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული.
განვლილ კვირაში ერაყში 140-მდე ტერორიზმში ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული.
ანტიტერორისტული ოპერაციები ბაღდადსა და მის შემოგარენში ჩატარდა შეერთებული შტატებისა და ერაყის სამხედროთა მონაწილეობით. მხოლოდ დღეს ერაყში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაიჭრა. ყველაზე მეტი მსხვერპლია ჩრდილოეთში, თიქრითის მახლობლად მდებარე ქალაქ ად-დაურში. იქ თვითმკვლელმა აიფეთქა თავი პოლიციის განყოფილების მახლობლად. დღესვე პროვინცია დიალაში ბრძოლებში დაიღუპა შეერთებული შტატების ჯარისკაცი.