რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს შეერთებულ შტატებს და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს ბრალი დასდო, რომ ისინი გლობალურ უსაფრთხოებას ხელს უშლიან.
პუტინმა ეს განცხადებები მიუნხენში, საერთაშორისო უსაფრთხოების 43-ე კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა. კონფერენციას 250 ოფიციალური პირი ესწრება - მათ შორის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ორმოცი მინისტრი. საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის არიან თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, პარლამენტარი კოტე გაბაშვილი და სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძე.
კოფერენციის პროგრამა დღეს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გახსნა. მისი თქმით, გლობალური დათბობაა ის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ემუქრება. თავის გამოსვლაში მერკელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაერთიანებული ძალებით ცდილობს ირანს არ მისცეს ატომური იარაღის განვითარების საშუალება. მერკელი აგრეთვე შეეხო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაჭრის გზებს, ავღანეთში არსებულ სიტუაციას, და რუსეთს, ევროკავშირსა და ნატოს შორის დიალოგის პროცესს. მერკელი თვლის, რომ ენერგეტიკის მიწოდების სფეროში, რუსეთი ევროპისთვის საიმედო პარტნიორს წარმოადგენს.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას - მკაცრი ტერმინოლოგიით ფორმულირებულ სიტყვაში, პუტინმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა ”მსოფლიოში ძალის თითქმის შეუზღუდავად გამოყენების გამო”:
[პუტინის ხმა]: ”ცალკეული ნორმები, რელურად, ერთი ქვეყნის თითქმის მთელი იურიდიული სისტემა - უწინარესად, ეს რასაკვირველია შეერთებულ შტატებს ეხება - ეროვნულ საზღვრებს გასცდა, და ფაქტობრივად ყველა სფეროში - იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა, თუ ჰუმანიტარული სფერო - მათ სხვა სახელმწიფოებს ახვევენ თავს. აბა ვის შეიძლება ეს მოეწონოს?”
პუტინის აზრით, არსებობს მცდელობა, ჩამოყალიბდეს შეერთებული შტატების მეთაურობით მოქმედი უნიპოლარული მსოფლიო - რაც მიუღებელი და სახიფათოა:
[პუტინის ხმა]: ”ყველაფერი, რაც კი დღეს მსოფლიოში ხდება, სწორედ უნიპოლარული სამყაროს ცნების დანერგვის მცდელობის რეზულტატია. რა მოაქვს ამას შედეგად? ცალმხრივი, ხშირად არალეგიტიმური ნაბიჯებით არც ერთი პრობლემა არ გადაჭრილა. მეტიც - ამ ნაბიჯებით ახალი ადამიანური ტრაგედიები, და დაძაბულობის ახალი კერები წარმოიშვა. თავად განსაჯეთ - ომების, ლოკალური თუ რეგიონული კონფლიქტების რიცხვი არ შემცირებულა. და ამ კონფლიქტებს ნაკლები მსხვერპლი არ მოაქვთ - პირიქით, ადამიანური მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა”.
პუტინის თქმით, სამხედრო ძალის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია მიზანშეწონილი, და ისიც მხოლოდ გაეროს სანქციის ქვეშ.
რუსეთის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატების გეგმა ცენტრალურ ევროპაში სარაკეტო თვდაცვითი სარაკეტო სისტემის აგების თობაზე, და განაცხადა, რომ ეს გამალებული შეიარაღების ტალღას გამოიწვევს:
[პუტინის ხმა]: ”ამასთან, არ შეიძლება არ შეგვაშფოთოს ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ელემენტების დანერგვის გეგმამ. ვის სჭირდება გამალებული შეიარაღების ახალი ტალღის დაწყება - რაც, ამ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება? ძალიან არ მგონია, რომ ეს თავად ევროპელებს სჭირდებოდეს. ის რაკეტები, რომლებიც ევროპას რეალურად ემუქრება, და რომელიც ხუთიდან რვა ათას კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს, არც ერთ ეგრეთ წოდებულ პრობლემურ ქვეყანას არ აქვს - და, არც სამომავლო პერსპექტივაში ექნება. ჰიპოთეზურადაც რომ ვიმსჯელოთ, ჩრდილოეთ კორეული რაკეტის შეერთებული შტატებისკენ დასავლეთი ევროპის გავლით გაშვება, აშკარად ეწინააღმდეგება ბალისტიკის კანონებს”.
რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს გაფართოების წინააღმდეგაც მწვავედ გაილაშქრა.
პუტინის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის შესახებ საკუთარი ნება მსოფლიოს თავს არ უნდა მოახვიოს. მისი თქმით, რუსეთი წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი საერთაშორისო გეგმის, თუკი ის რომელიმე მხარისთვის - სერბებისთვის, ან კოსოვოელი ალბანელებისთვის - მიუღებელი აღმოჩნდება.
მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს შორის არის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსი. პუტინის სიტყვას მან ”საინტერესო და ძალიან პირდაპირი” უწოდა. გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, განაცხადა რომ რუსეთი, შესაძლოა, გარდასულ დროს უბრუნდებოდეს. მაკკეინის თქმით, მოსკოვმა უნდა გააცნობიეროს, რომ დასავლეთთან რეალურ პარტნიორულ ურთიერთობას ვერ დაამყარებს მანამ, სანამ საშინაო და საგარეო სივრცეში მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური დემოკრატიების მთავარ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთი ამერიკელი სენატორის, ჯოზეფ ლიბერმანის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ”პროვოკაციულ’ ელფერს ატარებდა, და ”ცივი ომისთვის დამახასიათებელ რიტორიკას” ჩამოჰგავდა.
პუტინის განცხადებებს შაბათს თეთრი სახლიც გამოეხმაურა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარმომადგენელმა, გორდონ ჯონდროემ, პუტინის ბრალდებებს ”მცდარი” უწოდა. ჯონდროეს თქმით, ვაშინგტონი პუტინის განცხადებების გამო ”გაკვირვებული და იმედგაცრუებულია” - თუმცა, ჯონდროემ დასძინა, რომ ამის მიუხედავად შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს მოსკოვთან თანამშრომლობა
ატომური იარაღის გავრცელებასთან, და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
საკუთრივ პუტინის წარმომადგენელმა კი სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეერთებული შტატების პროვოცირება არ უცდია. ”ეს კონფრონტაცია კი არა, განსჯის პროცესში მიპატიჟება იყოო” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი ბარამიძეა. ჩვენ მას შაბათს ტელეფონით დავუკავშირდით. გიორგი ბარამიძის აზრით, რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში თანდათან სულ უფრო მეტად ამკაცრებს ინტონაციას - ამას კი, მინისტრის თქმით, შესაძლოა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ზოგადი ცვლილებები მოჰყვეს:
[გიორგი ბარამიძის ხმა]: ”ჩემი აზრით, ეს იყო მართლაც ძალიან საინტერესო გამოსვლა; მაგრამ არა მგონია, რომ ამან სახარებიელო შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე, და სახარბიელო რეზულტატი მოუტანა რუსეთის დელეგაციას. პირადად ჩემთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ გამოსვლის შემდეგ, კონფერენციის შესვენებაზე, როდესაც ჩვენ გვქონდა ოფიციალური სადილი, მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი პრეზიდენტების და სენატორების გვერდით ამ სადილის დროს. მე არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს - მაგრამ, ბევრი ამბობდა, რომ მათთვის ძალიან ბევრი რამ გახდა კიდევ უფრო მეტად ნათელი. და ჩემს ნათქვამზე, რომ ახლა ხომ კიდევ უფრო ნათელია, რატომ სჭირდება საქართველოს როგორც დემორკატიას, დაცვა რუსეთისაგან, ისინი მეთანხმებოდნენ, და ამბობდნენ, რომ რა თქმა უნდა, ეს მთელი აუდიტორიისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა.
მიუნხენის კონფერენცია კვირას, 11 თებერვალს დამთავრდება.