გასული კვირა საქართველოში შიდა თუ საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით საკმაოდ დატვირთული იყო.
კვირის დასაწყისში საზოგადოებისა და პრესის ინტერესი ერთმა ეკონომიკურმა გარიგებამ მიიპყრო. ჩეხურმა კომპანიამ ,,ენერგო-პრო” ქართულ ენერგოობიექტებში მსხვილი კაპიტალი დააბანდა და ახალი ჰესის აშენებასაც აპირებს.
ამ გარიგებამ ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც, ძირითადად, ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. ორშაბათს გაზეთ ,,რეზონანსის” ყოველკვირეულ გამოცემაში ,,მთელი კვირა” ამ მოვლენას ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა.,,როგორც ერთი უბრალო მოქალაქე, მოკრძალებულად ვურჩევ ანონიმ ინვესტორებს, ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმებამდე კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ. მინდა მათ იცოდნენ, რომ ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხოლო ინვესტიციების დაცვის ერთადერთი რეალური პოლიტიკური გარანტია მხოლოდ კანონი შეიძლება იყოს,” - წერდა გია ხუხაშვილი გაზეთში ,,მთელი კვირა”.
ამ საკითხს გაზეთმა რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა. სამშაბათს გაზეთ “რეზონანსში” კიდევ ერთი სტატია გამოჩნდა.
ამჯერად ეჭვი, თუ რა კაპიტალი დგას ამ კომპანიის უკან, ”ენერგო-პროს” თბილისურმა მისამართმა გააღრმავა: ”9 თვიანი მოლაპარაკებები დასრულდა - ”ენერგო-პროსთან” შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ის ”სოლიდური კომპანიაა”. თუმცა ამ სოლიდურმა კომპანიამ, რომელიც საქართველოს ენერგოობიექტებში 427 მილიონიან ინვესტიციას აბანდებს, თავისი ოფისი გამსახურდიას 39-ში, ე.წ. ”ხრუშჩოვკაში” განათავსა,” - წერს გაზეთი ,,რეზონანსი”.
6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთა პირველი შეხვედრა შედგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოლაპარაკებები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ შეხვედრის დახურული ფორმატის გამო საზოგადოებისათვის ეს მოვლენა მხოლოდ სამშაბათ საღამოს გახდა ცნობილი. მეორე დღიდან ქართული პრესა აქტიურად ეხმიანებოდა ამ მოვლენას.
,,დასაწყისი, რომელიც გაგრძელების იმედს ტოვებს” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ოთხშაბათს გაზეთი ,,24 საათი”. ,,შეხვედრისას საუბარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს შეეხებოდა,” - ვკითხულობთ სტატიაში. გაზეთი “ახალი თაობა” კი შეხვედრაში მონაწილეთა მოკლე კომენტარებს აქვეყნებს. ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტის” ლიდერის დავით ბერძენიშვილის კომენტარი ასეთი იყო: ,,პოლიტიკური კამათი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ჩვენი შეხვედრები შედეგს არ გამოიღებს.”
ოთხშაბათს ქართული პრესა რუსეთის ელჩის პირველ პრესკონფერენციასაც ეხმაურება. ,,მოსკოვი ნეიტრალიტეტზე ალაპარაკდა. კოვალენკომ თბილისში კრემლის ახალი მოთხოვნები ჩამოიტანა,” - წერს გაზეთი ,,რეზონანსი” და დასძენს, რომ რუსეთის ელჩმა არ დააზუსტა, გულისხმობდა თუ არა ნეიტრალიტეტში საქართველოს ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას. ,,თბილისში ეს უცნაურად ენიშნათ - ექსპერტების აზრით, ამ განცხადებების უკან მოსკოვის ახალი ულტიმატუმები იმალება”, - წერდა გაზეთი რეზონანსი კოვალენკოს პირველ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით.
პარასკევს კი გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით “მხარდაჭერა ვაშინგტონიდან”, რომელშიც გვამცნობს, რომ საკანონმდებლო აქტი ,,ნატოს ფარგლებში თავისუფლების განმტკიცების შესახებ” მეორედ შედის სენატში განსახილველად.
შაბათის “24 საათი” აქვეყნებს რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის კობა ლიკლიკაძის სტატიას, სათაურით ,,ახალი ძველი დისკუსია ნატოში გაწევრიანების შესახებ”. ,,ბოლო 16 წლის მანძილზე გადატანილი რამდენიმე სამოქალაქო ომის, სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტების, პოლიტიკური ქაოსისა და რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკის სრული კრახის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა ირწმუნეს, რომ შველა ქვეყნის პროდასავლურ კურსშია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 74 პროცენტი და თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია,” - ვკითხულობთ შაბათის ,,24 საათში”.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ქართულმა პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო, საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის თბილისში შეხვედრა და ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერა გახლდათ. გაზეთი ”რეზონანსი” ამ ფაქტს ”დიდ სარკინიგზო გარიგებას” უწოდებს, რომელიც, მეზობელი სომხეთის წინააღმდეგობისა და ამერიკის თავშეკავების მიუხედავად, ოფიციალურად გაფორმდა.
გაზეთი “24 საათი” კი აქვეყნებს სტატიას ,,თბილისური სამიტის ქრონიკა” და მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები: ,,ჩვენ ვისწრაფით, რომ თანასწორუფლებიანი ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს მეზობელ სომხეთთანაც. ამიერკავკასიის ქვეყნებს, ერთმანეთთან ხელჩაკიდებული სიარულისა და ერთად განვითარების გარდა, სხვა ალტერნატივა არა აქვთ,” - ვკითხულობთ გაზეთში. იმავე დღეს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა. გაზეთი “24 საათი” ამ მოვლენას აშუქებს ვრცელ პუბლიკაციაში, სათაურით ,,ერთწლიანი ეპოპეა დასრულდა”.
კვირის მიწურულს კვლავ განახლდა საუბრები პრესისათვის შეღავათების თაობაზე. ამ პრობლემას შაბათის ,,რეზონანსი” უძღვნის ვრცელ პუბლიკაციას, სათაურით ,,გრიგალაშვილი შეღავათებს უშუალოდ ჟურნალისტებისათვის ითხოვს.”
ციტატა პუბლიკაციიდან: ,,პრესას საგადასახადო შეღავათები არ გაუგრძელდება, ეს უკვე გადაწყვეტილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ თემაზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ოპოზიციისთვისაც მომგებიანია და უმრავლესობისთვისაც. ერთი მხრივ, ოპოზიცია იმ კანონპროექტის განხილვას ითხოვს, რაზეც წინასწარ ითქვა, რომ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციას არც უმრავლესობა ჩამორჩება და ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ პრესის ამხედრებას აბრალებს.”
ასე ეხმიანება გაზეთი “რეზონანსი” პრესისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხს - საგადასახადო შეღავათების გაუქმებისა თუ გაგრძელების პრობლემას.