რუსეთ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული რთული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად რუსეთში პირველ ნაბიჯებს საქართველოსგან ელიან.
ამის შესახებ სამშაბათს განცხადება რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ გააკეთა. მოსკოვში ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ელჩი ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაგროვილ პრობლემებზე ქართველ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში შემდგარ პრესკონფერენციაზე ესაუბრა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ რუსეთის ელჩს უამრავმა ჟურნალისტმა მიმართა თხოვნით, გაეცა პასუხი რუსეთ-საქართველოს ცნობილ ურთიერთობასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე. ვიაჩესლავ კოვალენკომ ამდენ ინტერვიუზე დათანხმებას პრესკონფერენციის ჩატარება არჩია. მან რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის წარმომადგენლობის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი, თუმცა კონკრეტულად მხოლოდ ის თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის რუსეთი საქართველოსგან ითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგამს, პირველ რიგში, საქართველოში ანტირუსული რიტორიკის შეწყვეტას; მერე და მერე, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების დაფიქრებას იმაზე, თუ რამდენად უნიკალურია საქართველოსთვის შანსი ჩამოაყალიბოს რუსეთთან კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა:
[ვიაჩესლავ კოვალენკოს ხმა] ” რუსეთს სურს საქართველო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და ნეიტრალური სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელსაც ექნება მეგობრული ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან და, მათ შორის, ექნება კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან.”