მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრო კონფლიქტმა

მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრო კონფლიქტმა იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონისა
მსოფლიო მასმედიის ყურადღება მიიპყრო კონფლიქტმა იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრ სილვიო ბერლუსკონისა
და მის ყოფილ მსახიობ მეუღლეს შორის. ოთხშაბათს ბერლუსკონიმ საჯაროდ მოუხადა ბოდიში თავის ცოლს, ვერონიკას, მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა რომის ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც მედიის მაგნატი გააკრიტიკა სხვა ქალებთან უსირცხვილო ფლირტისთვის. ბოდიშის მოხდას დადებითი რეაქცია მოჰყვა კათოლიკურ იტალიაში. კარდინალმაც კი თქვა, რომ გული აუჩუყა ბერლუსკონების ოჯახურმა დრამამ.