ფიდელ კასტრო ტელევიზიაში აჩვენეს -

ფიდელ კასტრო ტელევიზიაში აჩვენეს - ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად.
ფიდელ კასტრო ტელევიზიაში აჩვენეს - ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად.
საქმე ეხება ჰავანაში კასტროსა და ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის შეხვედრის ამსახველ სატელევიზიო კადრებს. კუბის ლიდერი, რომელიც რამდენიმე თვეა ავადმყოფობს, ნელა, დაბალ ხმაზე ლაპარაკობდა, თან ფორთოხლის წვენს სვამდა შეხვედრისას, რომელიც - სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით - ორშაბათს გაიმართა და 2 საათი გაგრძელდა. როგორც ვენესუელის პრეზიდენტმა უთხრა კუბის ტელევიზიას, 80 წლის კასტრო კარგად გრძნობს თავს: [ჩავესის ხმა] “ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ვილაპარაკეთ. ის მხნედ არის, კარგ ხასიათზეა. მას გამჭრიახი გონება აქვს და, როგორც ყოველთვის, ანალიზის საუცხოო უნარი. ვილაპარაკეთ გლობალურ საკითხებზე, ენერგეტიკაზე”.