გამდიდრებული ურანის წარმოშობის დადგენა რთული არ არის, მაგრამ საქართველოს ამ თემის პოლიტიზირება არ სურს
- ასეთი განცხადებით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონტრაბანდული ურანის თემის გახმაურება საქართველოს მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორიოდე დღის წინ, 25 იანვარს, ახადა ფარდა რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის გავლით რადიაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის სქემას, თუმცა ფაქტი 2006 წლის 1 თებერვალს გამოვლინდა. ერთი წლის მანძილზე ურანის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. მინდა მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რა გაგრძელება მოჰყვა საქართველოში ეგრეთ წოდებული ურანის საქმის გახმაურებას.
რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის გავლით 100 გრამი გამდიდრებული ურანის კონტრაბანდულად შემოტანისათვის სასჯელს 2 საქართველოს და ერთი რუსეთის მოქალაქე იხდის. შემთხვევა, როგორც უკვე ვთქვით, 2006 წლის 1 თებერვალს გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ურანის გამყიდველი რუსეთის მოქალაქე და მისი ქართველი თანამზრახველები თბილისში დააკავეს. რადგან კონტრაბანდული გზით შემოტანილი გამდიდრებული ურანის საქმე საკმაოდ მგრძნობიარე საქმეთა შორის განიხილებოდა, მასთან დაკავშირებული ინფორმაცია აქამდე გასაიდუმლოებული იყო. საქმის გამოძიების პროცესში ოფიციალურ თბილისს რუსეთთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი დეტალების გამორკვევის იმედი ჰქონდა, მაგრამ ამ მიმართულებით რუსეთთან თანამშრომლობა ვერ შედგა. ”რუსეთმა უარი განაცხადა ითანამშრომლოს საქართველოსთან ურანის კონტრაბანდის წინააღმდეგ,” - ასე განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას. თავის დროზე სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნა შესამოწმებლად გადატანილი თბილისში აღმოჩენილი კონტრაბანდული ურანი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს მთავრობამ საქმის შესწავლაში დახმარება გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ენერგეტიკის დეპარტამენტის ერთობლივ ჯგუფს სთხოვა. გავიდა ხანი და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორნაკმა საქმის გამოძიებაში შეერთებული შტატების მონაწილეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა:
[შონ მაკკორნაკის ხმა] ”დაკავებული მასალა შეერთებულ შტატებში იქნა გადმოტანილი და ეს მოხდა უსაფრთხოებისა და მტკიცებულებების დაცვის კონტროლით. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და ენერგეტიკულმა დეპარტამენტმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ეს იყო მაღალი პროცენტით გამდიდრებული ურანიუმი. ეს ფაქტი - და არა ანალიზის შედეგები - გამოყენებულ იქნა სასამართლო გამოძიების მიერ საქართველოში. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია ამ საქმეში შეერთებული შტატების მონაწილეობის შესახებ. ”
გასული წლის თებერვალში გამოვლენილი დანაშაულის ახლა გახმაურებას რუსეთში პოლიტიკური სარჩული მოუძებნეს. იქ გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ურანის კონტრაბანდის თაობაზე მიღებული ინფორმაციის 1 წლის თავზე გახმაურებით საქართველო შეეცადა უპირატესობა მოეპოვებინა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობაში. სწორედ ამის გამო გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო საკითხის პოლიტიზირებას არ აპირებს და მომხდარს არ განიხილავს საქართველოში სხვა სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებულ ქმედებად. განცხადებაში ნათქვამია: ” უკონტროლო სეპარატისტული რეგიონები უკანონო საქმაინობისთვის ხელსაყრელ ტერიტორიას წარმოადგენს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რისთვისაც საქართველო დიდი ხანია ცდილობს რუსეთთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სეგმენტებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგებას. ”
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადების პასუხად, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ შენიშნა, რომ აფხაზეთს არავითარი კავშირი არა აქვს გამდიდრებული ურანის კონტრაბანდასთან. შამბას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისი საერთაშორისო საზოგადოების თვალში სოხუმის კომპრომეტირებას ცდილობს.