საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაარწმუნოს აფხაზთა მხარე და საერთაშორისო საზოგადოება, რომ ერთგულია სამშვიდობო პროცესის
და არ აპირებს კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებას. საქართველო აფხაზებს დიალოგის სუფთა ფურცლიდან განახლებას სთავაზობს - ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. საგულისხმოა, რომ საქართველოს მხარის ამ ინიციატივას სოხუმში დიდად არ გამოხმაურებიან. ბოლო დღეებში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვამდე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო იმას აღნიშნავდნენ, რომ საქართველო ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და დაარწმუნოს, რომ ის კოდორის ხეობაში უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლიციის მოთხოვნას ასრულებს.
ასეთი პრეტენზია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ორიოდე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის სახელზე გაგზავნილ წერილში გამოთქვა. შამბა წერს, რომ აფხაზეთის ნაწილის ( კოდორის ხეობის ) ფაქტობრივი ოკუპაციით საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა ყველა წინაპირობა ვითარების დესტაბილიზაციისთვის, რომ კოდორის ხეობაში საქართველო არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნას იქიდან სამხედროების გაყვანის თაობაზე და რომ საქართველოს უპრეცედენტო მილიტარიზაცია განამტკიცებს აზრს, რომ მისი ხელისუფლება კონფლიქტის სამხედრო მეთოდით გადაწყვეტას გეგმავს.
ასევე ოროდე დღის წინ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაეროს შტაბბინაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება იმის თობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლო მომავალში აფხაზთა მხარეს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს შესთავაზებს. ამაზე ზოგადად მიანიშნებს ის, რომ დიალოგი აფხაზთა მხარესთან წინაპირობების გარეშე უნდა განახლდეს. იმასთან დაკავშირებით, თუ რაში მდგომარეობს ახალი ინიციატივების არსი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ამბობს:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ” პირდაპირ ვთქვათ: ყველა სიკეთესთან ერთად, პატარა აფხაზეთს გარკვეული შიში აქვს იმის, თუ როგორ მოგვარდება კონფლიქტი. ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, აქვს, რადგან ის გაისვარა დიდ დანაშაულში ქართველების წინაშე, ის თან გაჯავრებულია, რომ კონფლიქტი მოხდა და თავადაც დაზარალდა. ამ ორ გრძნობის ჭიდილში გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, უნდა იყოს რაღაც გაუმჯობესება. ამისთვის უნდა მივაწოდოთ ჩვენი წინადადებები, უნდა დავაწყნაროთ.”
საქართველოს ახალ ინიციატივას მიესალმნენ მოსკოვში, კერძოდ, სახელმწიფო სათათბიროში. თუმცა დუმის დსთ-ს ქვეყნების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა აღნიშნა, რომ ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აცნობიერებენ, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია პროცესში რუსეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე. არადა, რუსეთის როლზე საქართველოში დიდი ხანია ჩამოყალიბებულია წარმოდგენა. როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ რაიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, ”ერთ მხარეს არის დასავლეთი და, მათ შორის, საქართველო, მეორე მხარეს - რუსეთი. ჭიდილი ამ ორ სამყაროს შორის მიმდინარეობს და გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს ამ ჭიდილში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ იარაღად იყენებს. ”
ამ განცხადებით მალაშხია გამოეხმაურა გალის რაიონში რუსეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა ჩასვლას ადგილობრივი საშუალო სკოლებისთვის სწავლების რუსულ ენაზე შეთავაზების მიზნით.