იანვარში, ყოველწლიურად, შვეიცარიის პატარა საკურორტო ქალაქის - დავოსის - მოსახლეობა დაახლოებით ერთი მეოთხედით იზრდება.
თუმცა ეს არ ხდება თხილამურებით მოსრიალე ტურისტების ხარჯზე. დავოსში ამ დროს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად დღევანდელი მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები ჩადიან - ბიზნესმენები თუ პოლიტიკოსები. როგორც იტყობინებიან, წლეულს დავოსის ფორუმის მთავარ თემებს შორის არის გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები.
როგორც ყოველთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა სია წლეულსაც მსოფლიოს მდიდარი, ცნობილი და, როგორც ამბობენ ხოლმე, ”ელიტარული” ადამიანების ნაკრებია, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა. ფორუმში წელს მონაწილეობს სახელმწიფოების თუ მთავრობების 24 მეთაური - მათ შორის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ბიზნესის სამყაროს დაახლოებით 800 ლიდერი - მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა “კოკა-კოლა”, “ბრიტიშ პეტროლეუმი”, “გაზპრომი” და “მაიკროსოფტი”. ამ ადამიანებს ემატება მეცნიერები, ჟურნალისტები და პოპულარული კულტურის რამდენიმე წარმომადგენელი - მაგალითად, ცნობილი ირლანდიელი როკ-მუსიკოსი ბონო, ჯგუფ U2-ის ვოკალისტი, რომელმაც უკანასკნელ წლებში არანაკლები პოპულარობა მოიხვეჭა სიღარიბესთან მებრძოლი აქტივისტის ამპლუაში.
რამდენიმე დღის განმავლობაში - დავოსის ფორუმი 28 იანვარს მთავრდება - ფორუმის ორი ათას სამასი (2,300) მონაწილე დაახლოებით 200 სესიას დაესწრება. ყველა ამ სესიას ერთი თემა აერთიანებს, სათაურით ”ძალაუფლების გადანაწილების გათანაბრება”.
ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი კლაუს შვაბი ამ თემას ასე ხსნის:
[შვაბის ხმა] ”შეხედეთ მთავრობებს. დღევანდელ ვითარებაში მოქალაქეთა ზეწოლის ძალა ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე საკუთრივ მთავრობების უფლებამოსილება. ან, მაგალითად, ავიღოთ კომპანიები - დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როდესაც ძალაუფლება ცენტრში აღარ არის კონცენტრირებული - საკუთრივ კომპანიიდან ის კლიენტებისკენ, მეწილეებისკენ, რეგულაციების დამწესებლებისკენ ინაცვლებს. გეოპოლიტიკურ დონეზე რომ განვიხილოთ, დღეს, ფაქტობრივად, ერთ ძალაზე დაფუძნებული სტრუქტურიდან თუ მსოფლიო სისტემიდან ისეთ სისტემაზე გადავდივართ, რომელშიც ძალაუფლება მრავალ წყაროზეა გადანაწილებული.”
ამდენად, ერაყის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკის პარალელურად, ფორუმზე ისეთი ქვეყნების მზარდ ეკონომიკურ თუ გეოპოლიტიკურ როლზეც საუბრობენ, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია. ამასთან, ფორუმზე განიხილავენ ტექნოლოგიის, უფრო კონკრეტულად კი, ინტერნეტის განვითარებას, რამაც მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.
კიდევ ერთი საკითხი თუ საკითხების ნაკრები, რომელიც ფორუმზე ინტენსიურად განიხილება, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და გლობალური დათბობაა. გერმანიის კანცლერის მიერ ფორუმის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ამ თემას წამყვანი ადგილი ეთმობოდა. ანგელა მერკელმა ისაუბრა ახალი სავალდებულო რეგულაციების შემოღების საჭიროებაზე, რომლითაც ნახშირბადის ემისიის შემცირება იქნება შესაძლებელი.
კლიმატის ცვლილებები ფორუმის მინაწილე სხვა პოლიტიკოსებს და ბიზნესმენებსაც აღელვებთ. მონაწილეთა შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი უმეტესობა გარემოს დაცვას პრიორიტეტულობის მიხედვით მეორე საკითხად სახავს - ეკონომიკური ზრდის შემდეგ.
ამდენად, ფორუმზე ინტენსიურად განიხილავენ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ბიზნესის ან მთავრობების წარმომადგენლებმა სათბური გაზების გამოყოფის შემცირება შეძლონ. ფორუმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჯონატან შმიდტი, შემდეგი განცხადებით გამოდის:
[შმიდტის ხმა] ”ნახშირბადის ნარჩენების სისტემატური დაგროვება არ შეიძლება ამ საუკუნეშიც უცვლელად გაგრძელდეს. ადრე თუ გვიან რაღაც ზღვარი უნდა დავაწესოთ და ქვეყნებს, რეგიონებს, სამოქალაქო საზოგადოებებს კოლექტიურად უნდა მოვუწოდოთ ამ მიზნის მიღწევისთვის იმუშაონ. ”
თუმცა, რასაკვირველია, ეს ის საკითხებია, რომლებზეც ფორუმი ღიად და აშკარად მსჯელობს. ყოველივე ამაზე არანაკლებ ან, იქნებ, მეტადაც მნიშვნელოვანია ის თემები, რომელთაც ფორუმის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ.