გუშინ სერბიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეს იყო პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც შარშან ჩერნოგორია გამოეყო სერბია-ჩერნოგორიის კავშირს.
საერთოდაც, სერბიამ მძიმე წლები გამოიარა - სანქციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან იზოლაციის წლები.
სერბიის ლიდერების ამოცანები მომავალისთვისაც რთულია: პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რატკო მლადიჩის შეპყრობა და კოსოვოს საკითხის გადაჭრა.
სწორედ კოსოვოელი სერბები, რომლებიც ამ პროვინციაში მხოლოდ უმცირესობასღა შეადგენენ, გუშინ განსაკუთრებით აქტიურობდნენ: ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ბოლო შანსი მიეცა, გაეკეთებინა პოლიტიკური არჩევანი, სანამ კოსოვო ჯერ კიდევ სერბიის შემადგენელი ნაწილია.
[ნიკოლიჩის ხმა] “მე ხმა მივეცი სოციალისტურ პარტიას, ივიკა დაჩიჩს, რადგან მათზე კარგი წარმოდგენა მაქვს. ამ არჩევნებისაგან უკეთეს ცხოვრებას მოველი”. ეს იმედი კოსოვოელმა სერბმა პრედრაგ ნიკოლიჩმა გაუზიარა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს”. მასავით კოსოვოელმა ამომრჩეველმა ზივოინ მიკიჩმა კი სხვა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა: [მიკიჩის ხმა] “მე ხმას ვაძლევ იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადონ. ხმა მივეცი მეოთხე ნომერს - რადიკალებს”. ეს არჩევანი, როგორც ირკვევა, ბევრმა სერბმა გააკეთა: ულტრანაციონალისტურმა “სერბიის რადიკალურმა პარტიამ”, რომელსაც ტომისლავ ნიკოლიჩი ხელმძღვანელობს, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა: 30-მდე პროცენტი. თუმცა, ეს საკმარისი არ არის მთავრობის შესაქმნელად, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ისევ რეფორმების მომხრე ძალები განაგრძობენ სერბიის მართვას.
ამ ვარაუდს იზიარებს ჩვენი რადიოს ექსპერტი, პატრიკ მურიც. ამასთან, მას ეჭვი არ ეპარება, რომ რეფორმისტებს შორის კოალიციაზე მოლაპარაკება ძალიან რთული იქნება. [პატრიკ მურის ხმა] “მთავარია, როგორც ყოველთვის თანამედროვე ბალკანეთის პოლიტიკაში, პიროვნებები. პარტიების სახელწოდებები ხშირად იცვლება და, შესაძლოა, მათი პოზიციებიც შეიცვალოს, მაგრამ ძირითადად - თითოეული მათგანი ერთი ძლიერი პიროვნების გარშემოა შემოკრებილი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერ-მინისტრ კოშტუნიცას და პრეზიდენტ ტადიჩს სურთ წამყვან პოლიტიკოსებად დარჩენა სერბიაში. თუ ძალიან გამარტივებულად ვიტყვით, ტადიჩი უფრო ემხრობა (ყოველ შემთხვევაში, სიტყვიერად) სერბიის უკეთ ინტეგრირებას დასავლურ სტრუქტურებში, ემხრობა დასავლურ ნორმებს დამორჩილებას. მაშინ როცა კოშტუნიცას არ გაუწყვეტია კავშირი სერბულ ნაციონალიზმთან, რომელიც მილოშევიჩის წლებში გაძლიერდა”.
ამ ნაციონალისტური მიდრეკილების მიუხედავად, განმარტავს ჩვენი ექსპერტი, პრემიერ-მინისტრ კოშტუნიცას რეფორმისტულ ძალებს მიაკუთვნებენ, რადგან კოშტუნიცა პრაგმატულად აფასებს ვითარებას და ესმის, რომ ევროპის კონტინენტზე მდებარე სერბიის მომავალი მხოლოდ ევროკავშირში შეიძლება იყოს. შესაბამისად, ის რეფორმისტულ ძალებს უკავშირდება მიზნის - ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების -მისაღწევად.
კიდევ უფრო აქტუალური, მწვავე თემაა კოსოვო. სულ მალე გაეროს წარმომადგენელმა, მარტტი აჰტისაარიმ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რომელიც კოსოვოს - უმეტესწილად ალბანელებით დასახლებული, სერბიაში შემავალი პროვინციის - მომავალს ეხება. დასავლეთში მხარს უჭერენ სერბიისაგან მის გამოყოფას, რასაც - რა გასაკვირია - თვით სერბიაში ეწინააღმდეგება ყველა პარტია (თითქმის ყველა: გამონაკლისია პრეზიდენტ ტადიჩის დემოკრატიული პარტია). და კოსოვოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგებს შორისაა, როგორც ცნობილია რუსეთიც.
ამასობაში, სერბიაში გუშინდელ არჩევნებს ევროკავშირის გამოხმაურება მოჰყვა. ამ გაერთიანების საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ხავიერ სოლანამ იმედი გამოთქვა, რომ სერბიაში - ულტრანაციონალისტური პარტიის წარმატების მიუხედავად - მაინც პრო-ევროპული მთავრობა ჩამოყალიბდება. [სოლანას ხმა] “ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა დემოკრატიულ და პრო-ევროპულ ძალებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მალე შეიქმნება”.