ამ დღეებში ”ჰერიტიჯის” ფონდმა, ტრადიციისამებრ, მსოფლიოს 161 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ამსახველი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა,
რომელიც ”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ” სახელწოდებითაა ცნობილი. ამ კვლევის თანახმად, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 33 პუნქტით გაუმჯობესდა და მან 68-დან 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ასეთი ნახტომისებური წინსვლა ბევრში ეჭვს ბადებს. რამდენად რეალურია საქართველოს რეიტინგი და რა არის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” მისი წინსვლის მიზეზი?
”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი” მსოფლიოს 161 ქვეყანაში წლის მანძილზე განხორციელებულ იმ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ცვლილებებს ასახავს, რომლებიც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის თავისუფლებაზე. რა იყო ის ცვლილებები საქართველოში, რომლებმაც მისი რეიტინგი 33 პუნქტით გააუმჯობესა? ეს არის ფულად- საკრედიტო პოლიტიკა, ბიზნესის დარეგულირება, შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და კორუფციის შემცირება. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი კი სულ 10 პარამეტრით იზომება და დარჩენილ 5 სფეროში საქართველოში ვითარება, წინა წელთან შედარებით, არ გაუარესებულა. სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის კომენტარი:
[კახა ბენდუქიძის კომენტარი] ”ჩვენთვის გასაგებია პრობლემები, რომლებიც არსებობს ქართულ ეკონომიკაში...”
”ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე გვესაუბრება:
[რომან გოცირიძის ხმა] ”ამის მნიშვნელობა არის ის, რომ ქვეყანას უქმნის დადებით იმიჯს და ინვესტორს აძლევს სიგნალს, რომ არ არის ბიუროკრატია ამ სახელმწიფოში, რომ... შეიძლება ამ ქვეყნის ნდობა.”
შედეგად, უცხოელ ინვესტორებს გადაწყვეტილი აქვთ, საქართველოში მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელონ, რაც საკრედიტო რესურსების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სხვა დადებით ეკონომიკურ ცვლილებებს განაპირობებს.
“ჰერიტიჯის” ფონდის კვლევის შედეგების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი რიგითი მოქალაქეების დიდი ნაწილი. აი, ზოგიერთი მათგანის აზრი:
[მოქალაქეების ხმა] ”მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ... რომელ მომატებაზეა ლაპარაკი, როცა ხალხი დადის უმუშევარი...”
ეკონომიკური თავისუფლების ზრდის შესახებ მოქალაქეთა ასეთ სკეპტიციზმზე პასუხს იძლევა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე:
[რომან გოცირიძის ხმა]
“ჰერიტიჯის” ფონდის მიერ 2007 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, მსოფლიოში პირველი პოზიცია უკავია ჰონგ-კონგს. საქართველო, როგორც ცნობილია, 35-ე ადგილზეა, მეზობელი სომხეთი 32-ე პოზიციაზეა, რუსეთი 120-ე ადგილს იკავებს, რეიტინგის ბოლო ადგილი კი კუბას და ჩრდილოეთ კორეას ხვდა წილად.