თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროპოლიტენში, წითელთან ერთად, მოყვითალო-ნარინჯისფერი ჟეტონებიც იყიდება.
ეს ჟეტონები სოციალურად დაუცველთა ოჯახების წარმომადგენლებზე გაიცემა. მათი საშუალებით სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს მგზავრობას 50 პროცენტით უფინანსებს. მეტროპოლიტენით უფასო მგზავრობის ბილეთები გაუქმებულია. ამის გამო ბევრი ჩივის, თუმცა თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარების ახალი პოლიტიკა, საერთო ჯამში, ძველზე გაცილებით სამართლიანია და უმწეოთა დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით სამართლიანად ნაწილდება.
თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრობაზე შეღავათების ახალი წესებია:
[მოლარის ხმა] ”უნდა გვაჩვენოს პირადობის მოწმობა და პლასტიკური ბარათი და ამის მიხდევით ვაძლევთ ჟეტონს. დღეს 2 ცალი გავყიდე, მეტი არ გამიყიდია. ”
თბილისის ერთ-ერთი მეტროპოლიტენის სალაროსთან დაახლოებით 15 წუთი ველოდეთ ისეთი მგზავრის გამოჩენას, რომელიც მოლარეს პირადობის მოწმობასა და შეღავათებით სარგებლობის დამადასტურებელ პლასტიკურ ბარათს წარუდგენდა
მოყვითალო ჟეტონის მისაღებად. მაგრამ ასეთი მგზავრი არ გამოჩნდა. მოყვითალო ჟეტონები მგზავრებს 20 თეთრიან მგზავრობას 50 პროცენტით უფარავს. მეტროპოლიტენით მგზავრობის უფასო ბილეთები კი გაუქმებულია.
ასეთი ბილეთებით სარგებლობდნენ: მრავალშვილიანები, რეპრესირებულთა ოჯახების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და სხვები. დღეს მგზავრობაზე 50 პროცენტის შეღავათით მხოლოდ ის პირები ისარგებლებენ, რომლებიც, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ” სოციალურად დაუცველთა ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში” არიან რეგისტრირებულნი.
მერიის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები. 16 იანვარს მათ განაცხადეს, რომ იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას თბილისის მერის, გიგი უგულავას, გადაყენების მოთხოვნით, რადგან ის თავისი გადაწყვეტილებებით სოციალურად დაუცველ ადამიანებს ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებს უქმნის:
[გიორგი გუგავას ხმა] ”დღიდან დანიშვნისა, ქალაქის მერმა გიგი უგულავამ მიიღო მრავალი უკანონო, ანტისოციალური გადაწყვეტილება, რომელთა გამოც ბევრი უმწეო ადამიანი ჩავარდა გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში.”
ეს იყო ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის გიორგი გუგავას განცხადება. სოციალურად დაუცველთათვის არსებული შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილებას იწუნებს სახალხო დამცველიც. ის ფიქრობს, რომ ახალი სოციალური პოლიტიკა ბოლომდე სამართლიანი არ არის და ბევრს გაუმართლებლად უხსნის შეღავათებს:
[სოზარ სუბარის ხმა] ” ამ ფონზე , როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უუარესდება სოციალური მდგომარეობა, დაუშვებელია და მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე მიმაჩნია, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.”
(სტილი დაცულია)
იგულისხმება ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ იკისრა, მაგალითად, ევროპის სოციალური ქარტიისა და გაეროს ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურულ უფლებათა ქარტიის რატიფიკაციით. ნაკისრი ვალდებულებებით, საქართველოში უნდა უმჯობესდებოდეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, მით უფრო მაშინ, როცა ამის საშუალებას ეკონომიკა იძლევა. სუბარის აზრით, როცა სოციალურდ დაუცველი ფენის წარმომადგენლებს რაღაც შეღავათი უუქმდებათ, მათთვის, კომპენსაციის სახით, სხვა სახის შეღავათი უნდა ამოქმედდეს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ გადასახედია ის კრიტერიუმებიც, რომლებითაც სოციალურად დაუცველთა განსაზღვრა ხდება მათთვის სახელმწიფო შეღავათების დაწესების მიზნით. თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კრიტერიუმებით სოციალურად დაუცველთა განსაზღვრაში გარკვეული ცდომილებებია ხოლმე, მაგრამ, მისი თქმით, ახალი სოციალური პოლიტიკის პირობებში, ძველთან შედარებით, ცდომილებები გაცილებით ნაკლებია და დღეს უფრო სამართლიანად ნაწილდება საბიუჯეტო სახსრები სოციალურად დაუცველებზე, ვიდრე ნაწილდებოდა ადრე. “ადრე შეღავათებით ისეთებიც სარგებლობდნენ, რომლებიც შეღავათებს არ საჭიროებდნენო,” -ამბობს ის. რაც შეეხება მგზავრობაზე სრული შეღავათის მოხსნას და სოციალურად დაუცველთა მგზავრობის 50 პროცენტით დაფინანსებას, ამ საკითხისადმი სახელმწიფოს დღევანდელ დამოკიდებულებას მამუკა ქაცარავა ასე განმარტავს:
[მამუკა ქაცარავას ხმა] ”არ შეიძლება ადამიანები ისე გაანებივრო, რომ ჩათვალონ : სულ რომ არაფერი გავაკეთო, შეღავათები მექნებაო. ამიტომ არის შემოღებული თანადაფინანსების პრინციპი. არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში.” (სტილი დაცულია)