წამება, დევნა-შევიწროვება, დამცირება - ყოველივე ამას განვლილი წლის მანძილზეც ბევრი ადამიანი განიცდიდა მთელს მსოფლიოში.
ასეთია დასკვნა, რომელსაც ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია, აშშ-ში დაფუძნებული "ჰიუმან რაითს უოჩი" აკეთებს 2006 წელს მოპოვებული და შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე. მისი 600-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც აღრიცხულია ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტები 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, 11 იანვარს გამოქვეყნდა და "ჰიუმან რაითს უოჩს" ეს თარიღი შემთხვევით არ აურჩევია.
11 იანვარს 5 წელი შესრულდა მას მერე, რაც გუანტანამოს ციხეში პირველი ტყვეები მოათავსეს. ხოლო იმან, რაც გუანტანამოში ხდება, "ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, დიდი ზიანი მიაყენა აშშ-ის დამაჯერებლობას ადამიანის უფლებათა - მთელი მსოფლიოს მასშტაბით - წამყვანი დამცველის როლში. ამ, კუბის ტერიტორიაზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დატყვევებული ჰყავთ ე.წ. “მტრულ მებრძოლებად” იდენტიფიცირებული უცხოელები - ვექილებისა და სასამართლო პროცესის გარეშე. ორგანიზაციას აშფოთებს აგრეთვე გუანტანამოში დამკვიდრებული დაკითხვის პრაქტიკა - ანუ ის, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, დაკითხვის ”ალტერნატიულ” მეთოდებს უწოდებს. ამ მეთოდებს შორის არის პატიმართა წყალქვეშ მოთავსება - რაც, "ჰიუმან რაითს უოჩის" შეფასებით, წარმოადგენს ”წამების კლასიკურ ტექნიკას”.
ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში "ჰიუმან რაითს უოჩის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კენეთ როტმა ასე ახსნა ანგარიშის სწორედ 11 იანვარს გამოქვეყნების მიზეზი:
[კენეთ როტის ხმა] “მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩია "ჰიუმან რაითს უოჩმა" წლიური ანგარიშის გამოსაქვეყნებლად გუანტანამოს მეხუთე წლისთავი, ის არის, რომ ეს თარიღი მართლაც ნათელჰყოფს კრიზისს, რომელსაც უფლებადამცველთა მოძრაობა განიცდის ლიდერის გარეშე დარჩენის გამო. ლიდერ მთავრობას ვგულისხმობ. ჩვეულებრივ, აშშ-გან მოველით ხოლმე ლიდერის როლის შესრულებას - ყოველ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების საკითხებში. მაგრამ გუანტანამოს გამო, იმის გამო, რომ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკა ითვალისწინებს წამებასა და გასამართლების გარეშე დაპატიმრებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საწარმოებლად, აშშ-მა უბრალოდ დაკარგა დამაჯერებლობა ადამიანის უფლებათა სფეროში - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმიჯი შერყეულია. ამიტომ აუცილებელია, გამოჩნდეს სხვა ვინმე და სასწრაფოდ შეავსოს ლიდერის ნიშა”.
შეკითხვაზე, ვინ შეიძლება წარმოვიდგინოთ ლიდერობის კანდიდატად, "ჰიუმან რაითს უოჩის" გენერალური დირექტორი შემდეგ პასუხის იძლევა: [კენეთ როტის ხმა] “ბედის ირონიით, ორი ქვეყანა, რომელსაც ძალიან სურს, იკისროს ეს როლი, ჩინეთი და რუსეთი არიან.”
მაგრამ, როტის შეფასებით, არც ერთი გამოდგება ამ როლისთვის და არც მეორე, რადგან გავლენის გასაზრდელად, ან ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე საუცხოოდ თანამშრომლობს დიქტატორებთანაც.
[კენეთ როტის ხმა] “ამ დამთრგუნველ ვითარებაში "ჰიუმან რაითს უოჩი" ევროკავშირისაგან მოელის მსოფლიოში ადამიანის უფლებების წამყვანი დამცველის როლის შესრულებას. და ეს ლოგიკურია - ევროკავშირი ახლა აერთიანებს 27 დემოკრატიულ მთავრობას, რომლებიც აღიარებენ ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი სრულად არ იყენებს თავის შესაძლებლობებს - არ ასრულებს ადამიანის უფლებათა დამცველის გლობალურ როლს, რომელსაც უნდა ასრულებდეს”.
ამის მთავარი მიზეზია, "ჰიუმან რაითს უოჩის" გენერალური დირექტორის რწმენით, ევროკავშირის უუნარობა, ჰქონდეს ძლიერი, შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა - 27 ქვეყნისაგან შემდგარ ბლოკში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის სირთულის გამო.
და მაინც, "ჰიუმან რაითს უოჩისთვის" ყველაზე მისაღები და დამაიმედებელი მაინც ევროკავშირია ადამიანის უფლებათა დამცველი ახალი ლიდერის, აშშ-ის შემცვლელის როლში.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - მსოფლიოს ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებად ჩრდილოეთ კორეას, ბირმასა და თურქმენეთს ასახელებენ. ჩინეთს, რუსეთს, ყაზახეთს, უზბეკეთსა და ირანს მკაცრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა სულ უფრო მასშტაბური დარღვევის, დამოუკიდებელი მასმედიის შევიწროვების გამო. საქართველოს შემთხვევაში კი ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა ხელყოფაზე ციხეებში, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ.
აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს "ჰიუმან რაითს უოჩის" კავკასიის ოფისის წარმომადგენელმა, გიორგი გოგიამ: [გიორგი გოგიას ხმა] “საქართველომ 2005 წლის ბოლოს გამოაცხადა სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმისა და ორგანიზებული დანაშაულის - განსაკუთრებით, მაფიური ჯგუფების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლის დაწყების შესახებ. ეს, თავისთავად, მისასალმებელია, მაგრამ უარყოფითი შედეგებიც ახლავს - ეს ეხება, პირველ რიგში, გადავსებულ ციხეებს, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობას პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების ზოგი წარმომადგენლის მიერ”.
გიორგი გოგია განაგრძობს: [გიორგი გოგიას ხმა] "საქართველოს ციხეებში პატიმართა ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ციხეებში უხეირო ვენტილაციაა, სიბინძურე და ხშირად პატიმრები ცუდ საკვებს, უხეირო სამედიცინო მომსახურებს იღებენ”.
ჰიუმან რაითს უოტჩის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოში შექმნილ ვითარებას 5 გვერდი ეთმობა. ციხეებში არსებული ვითარების გარდა, ანგარიში განიხილავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხს, ადამიანის უფლებების დამცველთა მუშაობას, საერთაშორისო ორგანიზაციების როლს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ანგარიშს ორგანიზაციის ვებგვერდზე გაეცნობით - მისამართზე http://www.hrw.org