რუსეთის მხარე და, მასთან ერთად, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოს ედავება იმის გამო,
რომ ის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნათა იგნორირებას ახდენს. ლაპარაკია რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს კოდორის ხეობიდან სამხედრო შენაერთების გაყვანას ავალდებულებდა. უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ამ მოთხოვნისადმი დამოკიდებულების გამო საქართველო გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა. როგორ ეხმაურება საქართველოს მხარე რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკას?
იანვარში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებს რუსეთი თავმჯდომარეობს. გავრცელებული ცნობებით, უშიშროების საბჭო სწორედ ამ პერიოდში, 24 იანვარს, მოისმენს ინფორმაციას საქართველოში - კერძოდ კი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში - არსებული სიტუაციის შესახებ. ”არა ვართ კმაყოფილები საქართველოს მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის შესრულებით,” - აცხადებს გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მხარეებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებდა და, მათ შორის, საქართველოს მოუწოდებდა კოდორის ხეობის ზედა ზოლში სიტუაცია მოსკოვის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოეყვანა. ”იქ არ უნდა იყოს არავითარი ისეთი ძალა, რომლის ყოფნასაც კრძალავს მოსკოვის შეთანხმება,” - ნათქვამია უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. ჩურკინის, ისევე როგორც აფხაზთა მხარის, პრეტენზია სწორედ ამ მოთხოვნასთანაა დაკავშირებული. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ამას წინათ განაცხადა: ” საქართველო განაგრძობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეშად დარღვევას. რეზოლუციაში კი ნათლადაა მითითებული, რომ საქართველომ კოდორის ხეობიდან უკანასკნელი ჯარისკაცი უნდა გამოიყვანოს.” საქართველოს მხარე რუსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეტენზიას არ იღებს და აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში საქართველო ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნას. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ხეობაში მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტინგენტი იმყოფება და ამით არც ერთი შეთანხმება არ ირღვევა:
[დავით ბაქრაძის ხმა] ” ხეობაში საპოლიციო კონტინგენტის ყოფნა არ ეწინააღმდეგება არც ერთ შეთანხმებას. ცალკე თემაა, რა პირობებში დაიდო მოსკოვის შეთანხმება. ის იყო ძალით თავს მოხვეული შეთანხმება, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვაპირებთ პირობის დარღვევას.ხეობაში საპოლიციო ძალებია და ამით არც ერთი შეთანხმება არ ირღვევა.”
”ზემო აფხაზეთში, მხოლოდ და მხოლოდ საპოლიციო ძალები დგას მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ამით უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ ირღვევა,” -აცხადებს აფხაზეთის დევნილი მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაიაც და ნათქვამს დასძენს:
[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”ეს ჯგუფები გააგრძელებენ იქ მუშაობას, რათა დაიცვან მოსახლეობა, ხოლო ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას გავუუმჯობესოთ სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ”
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მრავალგზის მიღებული რეზოლუციების უმთავრესი მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებაა ერთიანი საქართველოს ფარგლებში. რეზოლუციებში უშიშროების საბჭო მუდამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას გამოხატავს და მოუწოდებს მხარეებს ხელი შეუწყონ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას. ამდენად, საქართველოს მხარეს საკუთარი პრეტენზიები აქვს აფხაზთა და რუსეთის მხარის მიმართ უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უმთავრეს მოთხოვნათა უგულებელყოფის გამო. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს მხარის მიღწევაა კოდორის ხეობის ზედა ზოლში ნოემბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნა, რომლის თანახმად, ხეობის ზედა ზოლში მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღმოჩენილა. შეგახსენებთ: მონიტორინგის პროცესში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებთან ერთად რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.