გასულ კვირაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით ტელეკომპანიების აქტიურობამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უკან დაიხია.
თუმცა, დღეისათვის ისევ ბუნდოვანია, როგორი იქნება კოდექსის შინაარსი და საკანონმდებლო სტატუსი.
საკითხის ისტორიას თანმიმდევრულად თუ გავიხსენებთ, იმით უნდა დავიწყოთ, რომ 2004 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი “მაუწყებლობის შესახებ”. ამ კანონის 70-ე მუხლში განისაზღვრა, რომ მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია, მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელის მიერ ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია:
1. მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს;
2. დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;
3. დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
4. თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს ქცევის კოდექსის მოთხოვნებს და მის მიმართ უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა, კომისია განიხილავს სამი თვით ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს;
5. დაბოლოს, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია მაუწყებლის მიერ საქმიანობის შეწყვეტა სამ თვეზე მეტი ვადით.
როგორც ვხედავთ, კანონი “მაუწყებლობის შესახებ” გულისხმობს, რომ ქცევის კოდექსის დარღვევისთვის სანქციები იწყება გაფრთხილებით და მთავრდება ლიცენზიის ჩამორთმევით. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მაუწყებელი ზედიზედ დაარღვევს კოდექსის მოთხოვნებს და ვერა და ვერ მოთავსდება იმ ჩარჩოში, რასაც მისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს.
ერთი შეხედვით, ამგვარ ხედვაში მიუღებელი არაფერია: თუკი რომელიმე ტელევიზია ქცევის წესებს ვერ ისწავლის, ბოლოს და ბოლოს, დაიხურება და მაყურებელიც შვებით ამოისუნთქავს. ოღონდ, ამ შემთხვევაშიც გადაულახავი რჩება ერთი წინააღმდეგობა: კანონი და ეთიკა იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პირველი სავალდებულოდ შესასრულებელია, მეორე - ნებაყოფლობით. როგორც კი ეთიკა კანონად იქცევა არა საკუთარი სურვილით და სინდისის კარნახით, არამედ, ზეწოლის მექანიზმებით, ცენზურის ერთ-ერთ ნაირსახეობას ვეხლებით.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ კოდექსში ზედმიწევნით ბევრი შეზღუდვაა და მათგან ზოგიერთის შესრულება, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგალითად, მე-8 მუხლში წერია, რომ “აქტუალური საკითხების გაშუქებისას, მაუწყებელი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მოვლენის აქტიური მონაწილეებით, არამედ უნდა გაითვალისწინოს ყველა პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებული მხარის მოსაზრება.” მხოლოდ ამ ერთმა დებულებამ შეიძლება ნებისმიერი მაუწყებელი მიიყვანოს ლიცენზიის ჩამორთმევამდე. მე-14 მუხლში წერია, რომ “თუ სიუჟეტი მზადდება ისეთი დაწესებულებიდან, როგორიც არის სკოლა, საავადმყოფო, ციხე ან პოლიციის განყოფილება, სავალდებულოა თანხმობის მიღება როგორც პასუხისმგებელი პირისგან, ასევე დაწესებულებაში მყოფი პირებისგანაც (ავადმყოფები, დაკავებულები, სხვ.) როგორც ჩანაწერის გაკეთებამდე, ისე მის ჩვენებამდე”. გამოდის, რომ თუ ჟურნალისტს სურს სიუჟეტის მომზადება სკოლიდან, მან ორჯერ უნდა შემოირბინოს მთელი სკოლა ნებართვის მისაღებად, რაც ნებისმიერ ადამიანს დაუკარგავს ამგვარი სიუჟეტის მომზადების სურვილს. აქვეა მუხლი, რომელიც კერძო მაუწყებლებს ავალდებულებს, გადასცენ საარჩევნო პროგრამები უმცირესობათა ენებზე (მ.123); მუხლი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, არეულობის გაშუქებისას დაუყოვნებლივ დატოვოს ტერიტორია, თუ მისი ყოფნა სიტუაციას ამწვავებს (მ.49); მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ჟურნალისტური გამოძიება ვერ დაიწყება, თუკი არ არსებობს რეალური მტკიცებულება იმისათვის, რომ საკითხი შესწავლილ იქნას (მ.31); მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ დანაშაულის გაშუქებისას ჟურნალისტი უპირატესად უნდა დაეყრდნოს საგამოძიებო ორგანოებისა და ექსპერტების დასკვნებს (მ.44).
კოდექსში უამრავია საკამათო პუნქტი, რომლებიც მეტად საშიში ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მათი დარღვევა მზარდ სანქციებს გაითვალისწინებს. კომისიის წევრი დავით პატარაია ამბობს, რომ მას თავად 100 შენიშვნა აქვს. პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია პარლამენტში შევიდა ინიციატივით, რომელიც სანქციების საფრთხეს მოხსნის. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტული შინაარსი, ჯერჯერობით, უცნობია.