დღეს ბრიუსელში ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთის საკითხი განიხილება.
ევროკავშირი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ თურქეთის მხრიდან სათანადო ნაბიჯები არ მოჰყვა მისთვის წაყენებულ მოთხოვნას, აღიაროს ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი - კვიპროსი. ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ევროკავშირში თურქეთის მიღების პერსპექტივებზე. ამ რთული პრობლემის მოგვარებას ევროკავშირის ლიდერები 14-15 დეკემბრის სამიტზეც შეეცდებიან.
ევროპის კავშირში სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ როგორ დაისაჯოს თურქეთი იმისთვის, რომ იგი თავის ტერიტორიაზე არ უშვებს კვიპროსის საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტს.
როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი იტყობინება, ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლის თქმით, კავშირი გადახედავს თურქეთთან მოლაპარაკებების პროცესის ზოგიერთ საკითხს მაინც.
გასულ კვირაში თურქეთმა მიანიშნა, რომ მზად არის კომპრომისისთვის და ნაწილობრივ დართავს კვიპროსის ტრანსპორტს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას.
საქმე საკმაოდ სერიოზულად არის. წყდება ევროკავშირსა და თურქეთს შორის 40 წლის წინ დაწყებული მოლაპარაკებების ბედი. ანაკარა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესის თუნდაც ნაწილობრივმა შეჩერებამ იგი შეიძლება აიძულოს, რომ საერთოდ შეწყვიტოს მოლაპარაკებები. თურქეთში საზოგადოებრივი აზრიც საკმაოდ გაგრილდა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
თურქეთთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა ევროკავშირის შიგნით. საფრანგეთი, გერმანია და ავსტრია ეწინააღმდეგებიან მუსულმანური თურქეთის მიღებას კავშირში. ბრიტანეთი, იტალია და პოლონეთი კი თურქეთის გაწევრიანებას დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
დღეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია თურქეთის საკითხში ერთიანობა.
[ასელბორნის ხმა] "მე ვფიქრობ, დღევანდელი დებატების თემა არის არა მარტო თურქეთი, არამედ ევროკავშირის სანდოობა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპის კავშირი არ არის მხოლოდ ეროვნული ინტერესების ნაზავი."
თურქეთს დეკემბრამდე მიეცა ვადა საიმისოდ, რომ შეესრულებინა ე.წ. "ანკარის ოქმით" გათვალისწინებული პირობები. ევროკავშირსა და თურქეთს შორის 1961 წელს ხელმოწერილი ამ დოკუმენტით ანკარამ იკისრა ვალდებულება, თავისი პორტები და აეროპორტები გაეხსნა ევროკავშირის ყველა წევრისთვის. ეს ვრცელდება კვიპროსის ბერძნულ რესპუბლიკაზეც. მაგრამ კვიპროსის ორად გაყოფის პირობებში, როცა მისი თურქული ნაწილი ჯერაც არ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ანკარა თავს იკავებს დადებული პირობების შესრულებისგან.
ევროკავშირი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ მოეპოვება არავითარი წერილობითი დასტური იმისა, რომ თურქეთი კვიპროსის ტრანსპორტისთვის ერთი ნავსადგურისა და ერთი აეროპორტის გახსნას დათანხმდა.
კვიპროსი, რომელიც 2004 წლიდან მოკიდებული არის ევროკავშირის წევრი, საერთოდ უარს ამბობს ამ პირობაზე. საქმე ის არის, რომ თურქეთის მიერ კვიპროსის ბერძნული სახელმწიფოს ტრანსპორტისთვის ტერიტორიის გახსნას მოჰყვებოდა კვიპროსის თურქული, თვითგამოცხადებული ნაწილის ტერიტორიის გახსნა ევროპის კავშირის ტრანსპორტისთვის. ბერძნები შიშობენ, რომ ამის შემდეგ ევროკავშირმა შეიძლება საერთოდ ორად გაყოფილი სახით ცნოს კვიპროსის სტატუსი.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა ჩვენს რადიოს, თუკი უთანხმოება საგარეო საქმეთა მინისტრების ორშაბათის შეხვედრაზე ვერ მოგვარდება, იგი განსახილველად გადაეცემა ბლოკის სამიტს, რომელსაც 14-15 დეკემბერს უმასპინძლებს ბრიუსელი.