გალის რაიონის ქართული სკოლების პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მათ შრომასა და თავდადებას სათანადოდ არ ანაზღაურებს. საქმე ის არის,
რომ კონფლიქტის ზონაში მომუშავე მასწავლებლებს მიმდინარე წელს ხელფასზე დანამატი არ მიუღიათ, რის გამოც, უკმაყოფილო პედაგოგებმა ათიოდე დღის წინ სოფელ ოტობაიაში საპროტესტო აქციაც კი მოაწყვეს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გარდა, აფხაზეთში მცხოვრები მასწავლებლები და მოსწავლეები სხვა სახის შეჭირვებასაც განიცდიან..
1993 წლის მონაცემებით, გალის რაონის სამოც სკოლაში 13 ათასამდე მოსწავლე ირიცხებოდა, მათ აღზრდაზე კი 1600 მასწავლებელი ზრუნავდა. უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ეს მონაცემები თითქმის განახევრდა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი სეპარატისტული რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკაა:
[შოთა მალაშხიას ხმა] „დაბრუნებული მოსახლეობა იმყოფება მონურ მდგომარეობაში, მათ არ აქვთ არანაირი უფლება - არც სიცოცხლის, არც განათლების მიღებისა და არც ქონების ფლობის უფლება. როდესაც აფხაზეთში იყო კანონიერი ხელისუფლება, მაშინ აფხაზური სკოლებიც ფინანსდებოდა. დღეს ქართული სკოლების მიზანმიმართული შევიწროება მიმდინარეობს და მხოლოდ პარტიზანული გზებით თუ ხერხდება სახელმძღვანელოებისა და კომპიუტერების შეტანა.“(სტილი დაცულია)
პარტიზანულ პირობებში უწევს მუშაობა სოფელ ოტობაიაში მდებარე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ბელა ხუფენიას, რომელიც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების განათლების სამინისტრომ შარშან წლის საუკეთესო პედაგოგადაც კი აღიარა. მაგრამ ბელა ხუფენია ამბობს, რომ თვეში 30 ლარად თავის რჩენა უჭირს, თუმცა წელს საქართველოს ხელისუფლების ამ დახმარებამაც დაიგვიანა:
[ბელა ხუფენიას ხმა] „მიზერული თანხაა. როგორ უნდა შესთავაზო პედაგოგს ასეთი თანხა კონფლიქტის ზონაში, როცა ქართულად ასწავლის. 2001 წელს მივიღეთ 200 ლარი, 2002 წელსაც - 200 ლარი, მერე 2003 და 2004 წლის თანხები ერთად ავიღეთ, 2005 წელს იყო 360 ლარი, 2006 წლიდან კი კაპიკი აღარ მიგვიღია. მაგრამ ახლა საუბარია, რომ გაიცემა დეკემბრის თვიდან.“(სტილი დაცულია)
საკითხის გარკვევამდე უსახსრობით გატანჯულმა პედაგოგებმა სოფელ ოტობაიაში საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებას სასწავლო პროცესის ჩაშლით დაემუქრნენ. მასწავლებლების აქციას გალის რაიონის გამგებლის მოადგილე თორნიკე კილანავა გამოეხმაურა:
[თორნიკე კილანავას ხმა] „პედაგოგების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია. მათ უნდა აუნაზღაურდეთ შრომა, რომელსაც გაუსაძლის პირობებში ეწევიან. მათ ეკუთვნით შრომის საზღაური.“
პედაგოგთა საპროტესტო გამოსვლები უყურადღებოდ არ დარჩენია აფხაზეთის დევნილობაში მყოფი მთავრობის მეთაურს მალხაზ აქიშბაიას, რომლის განმარტებითაც, 2005 წლამდე ეგრეთ წოდებულ ერთჯერად დახმარებას ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო გასცემდა, 2006 წლიდან კი დაფინანსების წესი შეიცვალა.
[მალხაზ აქიშბაიას ხმა] „2006 წელს, ვინაიდან შემოვიდა ახალი კანონი ზოგადი განათლების შესახებ და, გარდა ამისა, ჩვენს ბიუჯეტს ამ თანხების გაცემის საშუალება არ ჰქონდა, მივმართეთ განათლების სამინისტროს და დაფინანსების საკითხი მათ წინაშე დავაყენეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავარქვათ ამას ხელფასი და სახელფასო დავალიანება. ეს არის ქართული სახელმწიფოს კეთილი ნება, რომ პედაგოგებს გარკვეულ თანხას ვაძლევდით დახმარების სახით, ვინაიდან გალის რაონი არის კონფლიქტის ზონა და იქ ჩვენი იურისდიქცია ყველგან არ ვრცელდება.“
მალხაზ აქიშბაიას თქმით, გალის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სკოლა არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამიტომ ამ ტიპის დაწესებულებაში მომუშავე პედაგოგებს საქართველოს ხელისუფლება ხელფასს ვერ უხდის. გავრცელებული ცნობით, აფხაზეთში პედაგოგის საშუალო ჯამაგირი 300 რუბლი, ანუ, დაახლოებით, 18 ლარია, თუმცა როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თემურ სამადაშვილი ამბობს, გალელი პედაგოგები მხოლოდ ხელფასის ამარა არ დარჩებიან და მთელი წლის დახმარებას, ანუ 360 ლარს, ახალ წლამდე მიიღებენ. მაინც რატომ დაგვიანდა შემწეობის გაცემა და ხომ არ იგეგმება სამომავლოდ ამ ეგრეთ წოდებული ერთჯერადი დახმარების გაზრდა? მე ამ შეკითხვით თემურ სამადაშვილს მივმართე.
[თემურ სამადაშვილის ხმა] „ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ხანი გაიწელა ეს ყველაფერი, მაგრამ არ გვქონდა ზუსტი სიები, არ ედრებოდა ძალიან ბევრი მონაცემი. თუ ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში შესვლას, თუ ჩვენს იურისდიქციაში იქნება ეს ყველაფერი, თუ სკოლები დაფუძნდებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, მაშინ პედაგოგი აიღებს მინისტრის ხელფასით აღებულ ხელფასს, ანუ სკოლაში წავა ვაუჩერი და ამის მიხედვით აიღებენ. საშუალო ხელფასი სკოლებში არის 150 ლარი.“ (სტილი დაცულია)
მაგრამ ვიდრე ეს დრო დადგება, ბელა ხუფენიას და გალის რაიონში მოღვაწე სხვა პედაგოგებს მცირედით, ანუ თვეში 30 ლარით, დაკმაყოფილება მოუწევთ. სულ კი, ოფიციალური ინფორმაციით, გალის რაიონის ქართულ სკოლებში 660 მასწავლებელი მუშაობს.