საქართველოს პარლამენტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვის მიღებით უპასუხებს.
საქართველოსთან მიმართებით რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაშიშვლების პირობებში პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრისათვის.
” ჩვენ არ ველით, რომ რუსეთის ხელისუფლება დაუყოვნებლივ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუმცა დუმის გადაწყვეტილება გვაძლევს მეტ სტიმულს ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და აფხაზეთისა და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოებისთვის.” - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ: სახელმწიფო სათათბირომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მიიღო განცხადებები, რომლითაც მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გაითვალისწინოს აფხაზი და ოსი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. საერთაშორისო საზოგადოებისადმი რუსი დეპუტატების მოწოდებას მიესალმნენ ცხინვალში,თბილისში კი იმედოვნებენ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის პრეზიდენტს ეყოფათ გონიერება იმისათვის, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება არ მიიღონ:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ იმ სრულიად წარმოუდგენელ ნაბიჯს, რომელიც გადადგა დუმამ და, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყანა დააზარალა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები არ შეუერთდებიან. ”
თუ ასე არ მოხდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მსოფლიოსთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. ეს და სხვა განცხადებები საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებების მიღებასთან დაკავშირებით გაკეთდა. რუსი დეპუტატების ქმედებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სვლა უწოდა :
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”როგორ შეიძლება ნორმალურმა დუმამ თავის ქვეყანას გამოუცხადოს, რომ უნდა შუა საუკუნეების სვლა გააკეთოს და მიიტაცოს სხვისი მიწა. ეს არის სრული სისულელე, რომელიც შეიძლება გაეკეთებინა ქვეყანას, რომელსაც აქვს მშვიდობისმყოფელის და მედიატორის პრეტენზია. ” (სტილი დაცულია)
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა 7 დეკემბერს სრული ერთსულოვნებით, 146 ხმით, მიიღო მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საპარლამენტო ასამბლეათა და მეგობარი ქვეყნების პარლამენტების სახელზე:
”მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით დუმის განცხადება არ წარმოადგენს რაიმე სამართლებრივი ძალის დოკუმენტს, ის ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა უკიდურესად არამეგობრული პოლიტიკური ჟესტი საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. მეზობელი მცირე სახელმწიფოს ტერიტორიების შემოერთებისა და საზღვრების ცალმხრივად შეცვლის მცდელობა პრაქტიკულად გამორიცხავს რუსეთთან, როგორც დემოკრატიული სამყაროს გრძელვადიან სანდო პარტნიორთან, თანამშრომლობის შესაძლებლობას, ” - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიმართვაში. საქართველოს პარლამენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველო არ აჰყვება რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს და ყველა ღონეს იხმარს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. დეპუტატებმა მოუწოდეს საქართველოს მეგობრებს გვერდით დაუდგნენ საქართველოს საერთო დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებებისათვის ბრძოლის ურთულეს გზაზე.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მოწოდებას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, ანგარიში გაუწიოს ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზი ხალხების ”თავისუფალი ნების” გამოვლენას, გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. ”ამგვარი მიკერძოებული მიდგომით რუსეთის სახელმწიფო დუმა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს არა მარტო რუსეთის, როგორც მხარეთა შორის შუამავლის, როლს, არამედ ძირს უთხრის კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის მორალურ და სამართლებრივ საფუძვლებს,” - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.