აშშ-ის კონგრესის საგანგებო კომისიამ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ურჩია, რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკა ერაყში.
მართალია, კომისიის რეკომენდაციების შესრულება მთავრობისთვის სავალდებულო არ არის, მაგრამ, როგორც თავად ჯორჯ ბუშმა განაცხადა, იგი უაღრესად სერიოზულად მოეკიდება თითოეულ წინადადებას. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტის შემადგენლობაში ათი გავლენიანი კონგრესმენი შედიოდა - რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთია იმის ზუსტად განსაზღვრა, როდის უნდა დატოვოს ერაყი აშშ-ის სამხედრო შენაერთებმა. კომისიის აზრით, 2008 წლის პირველ ნახევარში ამერიკელმა სამხედროებმა უნდა დაასრულონ საკუთარი ფუნქციების გარდაქმნის პროცესი და მათს ამოცანად კონსულტანტობა, ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გაწვრთნა უნდა იქცეს.
ანგარიშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წინადადება, რომელიც სირიასთან და ირანთან მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს. აქამდე ჯორჯ ბუში და მისი ადმინისტრაცია კატეგორიულ უარს აცხადებდნენ ერაყში ძალადობის აღმოფხვრის გზებზე სირიასთან და ირანთან უშუალო მოლაპარაკების გამართვაზე. მეტიც, ირანსა და სირიას ვაშინგტონი ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და ახლო აღმოსავლეთში - არა მარტო ერაყში, არამედ ლიბანშიც - დესტაბილიზაციის მთავარ წყაროდ მიიჩნევს.
კომისიის რეკომენდაციას ირანთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე უკვე გამოეხმაურნენ ამ ქვეყნის ოფიციალური პირები. აი, რა თქვა, მაგალითად, ჰოლანდიაში ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ:
[მანუჩერ მოტაკის ხმა] "ალბათ, შეერთებულ შტატებს ერაყის კრიზისის მოგვარება სჭირდება. თუ ასეა, ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. ალბათ იკითხავთ, როგორ? არ ვიცი, როგორ (იცინის). იმათ უნდა გვითხრან, როგორ, მაგრამ დახმარება ნამდვილად შეგვიძლია, რათა ერაყის კრიზისი მოგვარებულ იქნეს. დიახ."
ირანისგან განსხვავებით, სირია ოფიციალურად ჯერ არ გამოხმაურებია ამერიკელი კონგრესმენების რეკომენდაციას მოლაპარაკების გამართვის შესახებ. მაგრამ სირიის პარლამენტის წევრმა მოჰამად ჰაბაშმა დადებითად შეაფასა ერაყის საკითხის შემსწავლელი კომისიის ანგარიში:
[მოჰამად ჰაბაშის ხმა] "ანგარიშში სწორად არის შეფასებული რეგიონში სირიის როლი, მაგრამ ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ არის. არსებობს უამრავი სხვა ანგარიშიც, რომელიც ბუშს ურჩევდა, ერაყში არ წამოეწყო სამხედრო კამპანია. მაგრამ მან არც ერთ რჩევას ყური არ ათხოვა. დარწმუნებული ვარ, კონგრესში უმრავლესობა დემოკრატებს რომ არ მოეპოვებინათ, ბუში არც ამ ანგარიშს მიაქცევდა ყურადღებას. მაგრამ ახლა ის იძულებულია, ასე მოიქცეს. ასე რომ, ჩვენი აზრით, კომისიის ანგარიში რეგიონისთვის კარგ ამბავს შეიცავს და, შესაძლოა, პრობლემების მოგვარების დასაწყისად იქცეს. იმედია, პრეზიდენტ ბუშს ეყოფა სითამამე, მსოფლიოსა და საკუთარ ხალხს უთხრას, რომ შეცდა."
აღიარებს თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავის შეცდომებს, მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ სერიოზულად მოეკიდება საგანგებო კომისიის ანგარიშში გამოთქმულ თითოეულ რეკომენდაციას.