შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს

შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების
შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციის დაგმობის მიზნით იყო შემუშავებული. ოპერაციას 18 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბოლტონმა რეზოლუციის პროექტს მიკერძოებული, და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ღაზიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა. უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან რეზოლუციას ხმა 10-მა მისცა. ოთხმა წევრმა თავი შეიკავა.