ნიკარაგუაში კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში

ნიკარაგუაში კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს მარქსისტი რევოლუციონერი დანიელ ორტეგა.
ნიკარაგუაში კვირას ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს მარქსისტი რევოლუციონერი დანიელ ორტეგა.
სანდინისტების ლიდერმა, წინასწარი მონაცემებით, 38 პროცენტზე მეტი მოაგროვა. "ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ნიკარაგუაში აღმოვფხვრათ სიღატაკე და გავაუვნებელყოთ კერძო სექტორი და ინვესტორები - როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო. ვინაიდან ნიკარაგუას სურს განვითარდეს და გააუმჯობესოს მსოფლიო თანამეგობრობასთან ურთიერთობები," განაცხადა ორტეგამ. პირველ ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად მან სულ ცოტა ხუთი პროცენტით მაინც უნდა გაუსწროს უახლოეს მეტოქეს. ჯერჯერობით განსხვავება შვიდ პროცენტს აღემატება. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. ორტეგა ნიკარაგუის ხელისუფლებაში თერთმეტი წლის მანძილზე იყო, 1979-დან 1990 წლამდე.