საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 28

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 28 ნოემბრისთვის
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 28 ნოემბრისთვის
მინსკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე გამგზავრებას აპირებს - იუწყება ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”. სავარაუდოდ, სამიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც ორ სახელმწიფოს შორის არსებულ კრიზისსა და გაზის გაძვირების საკითხს განიხილავენ. წლის ბოლომდე დსთ-ს ქვეყნების ლიდერთა კიდევ ერთი სამიტი სავარაუდოდ, დეკემბერში ჩატარდება ასტანაში. ყაზახეთის სამიტი თანამეგობრობის 15 წლისთავის იუბილეს მიეძღვნება.