მომავალ სამშაბათს, 7 ნოემბერს, აშშ-ის ელექტორატი მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს
ჯორჯ ბუშის მმართველობის დარჩენილ ორ წელიწადში. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში წარმატებას, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად უჭერს ან არ უჭერს მხარს ესა თუ ის კანდიდატი ბუშის სტრატეგიას ერაყში. რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ამ საკითხის მნიშვნელობა, ცხადია, მშვენივრად ესმით და კენჭისყრამდე დარჩენილ დღეებში მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.
ერაყის საკითხში პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ ორიოდე დღის წინ, როცა ჯორჯ ბუშმა და მისმა დემოკრატმა ოპონენტმა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯონ კერიმ, კიდევ ერთხელ სცადეს ერთმანეთთან გაჯიბრება: ამჯერად იმაში, თუ ვინ მეტად წუხს ერაყში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების გამო.
ამერიკელი სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, კერიმ აუდიტორიას დაახლოებით ასეთი სიტყვებით მიმართა: "თუ ბეჯითად ისწავლით და საშინაო დავალებებსაც მუდამ კარგად შეასრულებთ, წარმატებასაც მიაღწევთ; თუ არა - ერაყში ამოყოფთ თავსო."
მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით კერიმ განმარტა, ჩემი სიტყვები ბუშის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართულიო, თავად პრეზიდენტმა, ბუნებრივია, ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, დემოკრატი სენატორი ამერიკელი ჯარისკაცების შეურაცხყოფაში დაედანაშაულებინა.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები საზრიანებიც არიან და მამაცებიც. და მასაჩუსეტსელმა სენატორმა მათ ბოდიში უნდა მოუხადოს."
ჯონ კერიმ ბოდიშის მოხდაზე მტკიცე უარი განაცხადა:
[ჯონ კერის ხმა] "არავისაც არ მოვუხდი ბოდიშს იმისთვის, რომ პრეზიდენტი და მისი უნიათო პოლიტიკა გავაკრიტიკე. თუ ბრძოლის ველზე მყოფი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე ვინმემ ბოდიში უნდა მოიხადოს, ეს პრეზიდენტი და მისი უხეირო გუნდი გახლავთ - ისევე, როგორც რესპუბლიკელ კონგრესმენთა უმრავლესობა, რომელიც მზად აღმოჩნდა, თვალი დაეხუჭა პოლიტიკაზე, ასეთი ტკივილი რომ მოუტანა ჩვენს სამხედროებსა და მათს ოჯახებს."
7 ნოემბრის არჩევნებში არც ბუში მონაწილეობს და არც კერი, მაგრამ ერთიცა და მეორეც აქტიურად ეხმარებიან თანაპარტიელებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით წარმართვაში.
სულ ახლახან, აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ სულ უფრო იზრდება იმ ამერიკელთა რიცხვი, ვინც ერაყში ომს წარუმატებლად მიიჩნევს. სწორედ ასეთი მოსაზრება გამოთქვა ვაშინგტონის პიუს კვლევითი ცენტრის მიერ გამოკითხულთა 60-მა პროცენტმა. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ჰეთერ მაჰერი დაუკავშირდა პიუს კვლევითი ცენტრის დირექტორს ენდრიუ კოჰუტს, რომელმაც განმარტა, რატომ შეიცვალა ამერიკელთა დამოკიდებულება ერაყის ომის მიმართ.
[ენდრიუ კოჰუტის ხმა] "ერაყში ომის მხარდაჭერის ერთ-ერთი საფუძველი ის იყო, რომ იგი ტერორიზმთან ომის განუყოფელ ნაწილად გამოცხადდა. მაგრამ ახლა ბევრი ფიქრობს, რომ ერაყში ომი სწორედ ტერორიზმთან ომს ვნებს - და ზიანს აყენებს რუსპუბლიკური პარტიის იმიჯს ტერორიზმთან ომში წარმატებულობის თვალსაზრისით."
თუ 7 ნოემბრის არჩევნებს დავუბრუნდებით, ექსპერტთა უმრავლესობა პროგნოზებისგან თავს იკავებს. ცხადი მხოლოდ ერთი რამ არის: თუ არჩევნებში დემოკრატებმა გაიმარჯვეს და კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს, მაშინ საკანონმდებლო ორგანო ყოველ ღონეს იხმარს, რათა ბუშის ადმინისტრაციას ერაყის მიმართ პოლიტიკა შეაცვლევინოს.