საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომა გამართა, და
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომა გამართა, და
უმრავლესობის წევრ გია ნუცუბიძეს დროებით შეუჩერა
დეპუტატის უფლებამოსილება. უფრო ადრე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და გია ნუცუბიძეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. პარლამენტარის დაკავების ფაქტს დღეს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. პარლამენტის გადაწყვეტილებამდე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, მან დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოეჩინათ ლოიალობა კორუმპირებული კოლეგის მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ნუცუბიძე 27 ოქტომბერს დააკავეს, ქრთამის სახით განათლების სამინისტროს თანამდებობის პირისათვის 50 ათასი ლარის გადაცემის გამო. ოფიციალური ინფორმაციით, ნუცუბიძე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიის სასარგებლოდ მოქმედებდა. კომპანიას განათლების სამინისტროსთან საქართველოს რამდენიმე რაიონში სკოლების რეაბილიტაციის მიზნით ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.