ქართული სპეცსამსახურები ბოლო დროს დანაშაულის გასახსნელად, როგორც წესი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებას მიმართავენ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფარულად ითვლება საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარებისა და ამ გზით მოპოვებული ინფორმაციის საჯაროობა კანონითაა შეზღუდული. ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა რიგს განეკუთვნება: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან კომპიუტერულ ქსელთან ან სასადგურო აპარატურასთან მიერთებით. სპეციალისტების განმარტებით, ქართველი სამართალდამცავები ყველაზე ხშირად სწორედ რომ სატელეფონო საუბრების მიყურადებითა და ჩაწერით ცდილობენ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას. თუმცა ბოლო დროს ფარული ჩანაწერები ისეთი ინტენსივობით ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რომ საზოგადოების ნაწილს ლოგიკურად გაუჩნდა კითხვა: ხომ არ ისმინება ყველა სატელეფონო საუბარი?
სატელეფონო საუბრის მიყურადებითა და ჩაწერით ქართულმა სპეცსამსახურებმა ვარდების რევოლუციის შემდეგ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. მათ შორის ყველაზე გახმაურებული რუსი მზვერავების დაკავებით დასრულდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ტელევიზიით საუბრის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
[სატელეფონო საუბრის ჩანაწერი] „ჩახვედი, არა? შეცვლილია რამე?“
თუმცა საქართველოში მარტო რუს მზვერავებს როდი უსმენენ. დაახლოებით ნახევარი წლის წინ რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა ეთერში გაუშვა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძე ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრ მილინკევიჩის ლიკვიდაციაზე ლაპარაკობს:
[სატელეფონო საუბრის ჩანაწერი] “სიძეს ვუთხარი, რომ მივცემდი ათ ან 20 ათას დოლარს, თუ იგი მოკლავდა მას.“
სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერის საფუძველზე დააპატიმრეს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი და სხვა არაერთი მოქმედი თუ ყოფილი სახელმწიფო მოხელე. სამართალდამცავი სტრუქტურები იმდენად ხშირად მიმართავენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თინათინ ხიდაშელს, როგორც თავად ამბობს, აქვს საფუძვლიანი ეჭვი იფიქროს:
[თინათინ ხიდაშელის ხმა] „ყველას არა, მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციას ნამდვილად უსმენენ, ისევე როგორც ჟურნალისტებსა და ბიზნესმენებს. ერთი სიტყვით, უსმენენ ყველას, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებს. ყველაზე მძიმე და დრამატული ის არის, რომ არ რცხვენიათ ამ მოსმენების უკან დგომა.“
ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები კანონის ფარგლებში მოქმედებენ. ყოველ შემთხვევაში, უნდა მოქმედებდნენ, - ამბობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე:
[ელენე თევდორაძის ხმა] „კანონი გვეუბნება, რომ სატელეფონო საუბრის მოსმენა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“
მართლაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ბრძანებას გასცემს მოსამართლე, რომელიც სამართალდამცავი სტრუქტურების შუამდგომლობას 24 საათში განიხილავს. თუმცა, როგორც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ვარაუდობს, კანონის ეს მოთხოვნა ხშირად ირღვევა:
[სოსო ბარათაშვილის ხმა] „ხდება მოსმენა, ხოლო შემდეგ უკანა რიცხვით სასამართლოების მიერ დაკანონება. ახალი ამბავი არ არის, რომ სასამართლო დღესდღეობით ექვემდებარება პროკურატურას. თუმცა ნათქვამის დამტკიცება და დასაბუთება არის ძალიან ძნელი.“
კანონის მოთხოვნის იგნორირების შესაძლებლობას უშვებენ უსაფრთხოების ექსპერტებიც, თუმცა ბესიკ ალადაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს ყველა სატელეფონო საუბრის მიყურადებას. მას უფრო მეტად საქართველოში სპეცსამსახურების რაოდენობის ზრდა აშფოთებს:
[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „საქართველოში უკვე ცხრა სპეცსამსახურია რეალურად და ყველა მათგანი თავისი შემოსავლებიდან ყიდულობს მოსასმენ აპარატურას და უსმენს. აქედან გამომდინარე, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ტოტალურ მოსმენაზე გადავიდა, მაგრამ ყველას მოსმენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არის იქ ინტერესთა ჯგუფები და უსმენენ იმათ.“
აქვე უნდა ითქვას, რომ საუბრების მიყურადებითა და ჩაწერით საქართველოს პრეზიდენტიცაა შეწუხებული:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „არანაირი სურვილი არ მაქვს ვუყურო ფარულ ჩანაწერებს. გულის რევის შეგრძნებას იწვევს ეს ჩემში.“
თუმცა მიხეილ სააკაშვილს ამგვარ დისკომფორტს ქართული სპეცსამსახურები როდი უქმნიან. პრეზიდენტი ასევე არაფერს ამბობს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული და რომლის ხელყოფასაც რიგითი მოქალაქეები მტკივნეულად განიცდიან:
[მამაკაცის ხმა] „საერთოდ სატელეფონო საუბრების მოსმენა არ მიმაჩნია მართებულად. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოისმენს თუ უშიშროება, ეს ჩემთვის სულ ერთია. ამორალობად მიმაჩნია ეს ყველაფერი.“