ისევე როგორც წინა დღეებში, რუსეთის პრესა აქტიურად ეხმაურება რუსეთსა და საქართველოს შორის გამწვავებულ ურთიერთობას,
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის თემამ უკანა პლანზე გადასწია ”ჯაშუშების სკანდალი” და ამ სკანდალზე აგორებული ანტიქართული კამპანიის თემა. რას წერს 11 ოქტომბრის რუსეთის პრესა საქართველოსა და ქართველებზე?
დავიწყოთ გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცით”, რომელიც, ოქტომბერში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გვამცნობს, რომ რუსების უმრავლესობა ეთანხმება სერგეი ივანოვის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბანდიტიზმმა საქართველოში სახელმწიფო მასშტაბები შეიძინა. რუსების უმრავლესობისთვის საქართველო ბანდიტური სახელმწიფოა, - წერს ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” და იქვე მოჰყავს 7-8 ოქტომბერს რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის კიდევ ერთი შედეგი: გამოკითხულთა ერთი მესამედის აზრით, ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავება საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა რუსეთის პროვოცირებისთვის, ძალისმიერ ქმედებათა პროვოცირებისთვის, რათა შემდგომ ეთქვა, რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევაო. ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” ეხმაურება პუტინის გერმანიაში ვიზიტს და წერს, რომ გერმანელმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ანგელა მარკელს მოსთხოვეს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთში სიტყვის თავისუფლებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემები წამოეწია. გაზეთი პუტინის დრეზდენულ მოგონებებსაც ბეჭდავს. მოგონებებში პუტინი ასე აღწერს სამუშაოს, რომელსაც საბჭოთა პერიოდში გერმანიაში ასრულებდა: ”ეს იყო სამუშაო პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით, რაც გულისხმობდა პოლიტიკური პარტიების, მათი საქმიანობისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ინფორმაციის მოსაპოვებლად წყაროების გადაბირებას და ასე შემდეგ....”
გაზეთი ”იზვესტია” ეხება ვილნიუსში რუსეთის ჯაშუშის გამოვლენას. ლაპარაკია რუს დიპლომატზე, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა ლიტვის ხელისუფლებაზე, საქართველოს მხარდაჭერის შესუსტების მოტივით. ”ლიტვიდან რუსი დიპლომატის გაძევებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან ლიტვა არ მიბაძავს საქართველოს და ამ ამბისგან შოუს არ დადგამს. თუ ინფორმაცია დადასტურდება, მივიღებთ ადეკვატურ ზომას და რუსეთიდან გავაძევებთ ლიტვის დიპლომატს,” - მოჰყავს ”იზვესტიას” დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლის კონსტანტინ კოსაჩევის კომენტარი. იქვეა საერთაშორისო ურთიერთობათა ვილნიუსის ინსტიტუტის ხელმძღვანელის რაიმუნდას ლოპატას განმარტება: ” ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ისტორიული და პოლიტიკური მიზეზების გამო არ შეგვიძლია ყველა საკითხში დავუჭიროთ მხარი რუსეთს. ლიტვაში არ მიიჩნევენ, რომ ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულად ევროკავშირსა და რუსეთს შორის არიან, კრემლის გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ.”
სადამდე უნდა ვრცელდებოდეს კრემლის გავლენა, აქვს თუ არა შანსი რუსეთს გადავიდეს ამერიკელების ბოსტანში და უზრუნველყოს გავლენა ლათინურ ამერიკაზე - ამ თემაზე ბეჭდავს ”იზვესტია” ინტერვიუს ექსპერტ სერგო მიკოიანთან, თუმცა ”იზვესტიას” კორესპონდენტი ექსპერტს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკასა და ქცევაზეც ეკითხება. მიკოიანი უპასუხებს: ”სააკაშვილი, თავისი კავკასიური ტემპერამენტით, ყველა ზღვარს გასცდა. არ მახსოვს ფიდელ კასტროს შეუარცხყოფა მიეყენებინოს ამერიკელი ხალხისთვის. საქართველოს ლიდერი შეურაცხყოფს რუსეთს და ეს მარტო ტემპერამენტის ბრალი არ არის, ეს კულტურისა და გონივრულობის დეფიციტის გამოვლინებაა.”
დაბოლოს, ”ნეზავისიმაია გაზეტას” ანალიზით, ბელორუსია, როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტი, რუსეთთან მოკავშირეობის მიუხედავად, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებას დამოუკიდებლად გადაწყვეტს, გადაწყვეტილების მიღებამდე კი საკითხს კარგად შეისწავლის, სხვათა შორის, იმისთვისაც, რომ არ შეილახოს საქართველოს რიგითი მოქალაქეების ინტერესები.