ქართული და ოსური მხარეები ერთმანეთს მოლაპარაკების პროცესის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლისთვის გაუგებარია რატომ ჩაშალა საქართველოს მხარემ კომისიის სხდომა პაატა ბედიანაშვილის ცხინვალში შეუშვებლობის მიზეზით, სამშვიდობო პროცესში სტაგნაციით შეშფოთებული თბილისი კი იმედს ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით მოლაპარაკებათა პროცესის ახალ ფორმატში გადატანაზე ამყარებს და ოსურ და რუსულ მხარეებს კონფლიქტის ზონაში მორიგი დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაში ადანაშაულებს. კერძოდ, რა დესტრუქციულ ქმედებებზეა ლაპარაკი?
ლაპარაკია კონფლიქტის ზონაში საქართველოს მხარესთან შეუთანხმებელ ვოიაჟზე, სახელდობრ, შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის კულახმეტოვის თანხლებით, შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა ( სამხრეთ - აგრეთვე ჩრდილოეთ - ოსეთისა და რუსეთის მხრიდან) გადაადგილებაზე ერედვი-აჩაბეთის დამაკავშირებელ გზაზე. ეს ვოიაჟი, რომელიც, კონფლიქტთა მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განმარტებით, წესისამებრ, საქართველოს მხარესთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, თბილისში სამხრეთ ოსეთის და, განსაკუთრებით, რუსეთის მხარის მიზანმიმართულ დესტრუქციულ ქმედებად შეაფასეს. ამ წესის დარღვევის გამო ერედვი-აჩაბეთის გზაზე მიმავალი ავტოკოლონა ქართველი სამართალდამცველების მიერ შეჩერებულ იქნა უკან, ცხინვალში, გაბრუნების წინადადებით. ამასთან, ვინაიდან სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონის ნებისმიერ ნაწილში აქვთ გადაადგილების უფლება, ქართველ სამართალდამცველებს კულახმეტოვისთვის გზის გაგრძელება არ დაუშლიათ.
ეს ფაქტი ცხინვალში გამოიყენეს იმის გასამეორებლად, რომ ოფიციალური თბილისი ახდენს შერეული საკონტროლო კომისიის, როგორც მოლაპარაკებათა პროცესის მთავარი მექანიზმის, იგნორირებას. თბილისში კი დიდი ხანია არ მალავენ აღნიშნული მექანიზმით უკმაყოფილებას. მაშინ, როცა ცხინვალში არ უშვებენ საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალს პაატა ბედიანაშვილს და, მეტიც, ეუთოს მისიის სამხედრო დამკვირვებლებს, საქართველოს მხარისთვის გაუგებარია პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქნა აღკვეთილი ერედვი-აჩაბეთის გზაზე საქართველოს მხარესთან შეუთანხმებელი ვოიაჟი. ცხინვალში სხვა რაღაცეებიც არ ესმით. მაგალითისთვის: ბორის ჩოჩიევმა ჩვენთან საუბრისას სცადა დაემტკიცებინა, რომ რამდენიმე დღის წინ ცხინვალში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით, ოსების მიზეზით არ ჩაშლილა:
[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”პაატა ბედიანაშვილი საკითხის ერთ მხარეა, შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ბლოკირება კი - მეორე.”
არადა, საქართველოს დელეგაციამ ცხინვალში ჩასვლაზე უარი სწორედ დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, პაატა ბედიანაშვილის, ცხინვალში შეუშვებლობის მიზეზით თქვა. ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალი პაატა ბედიანაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ძებნილთა სიაში ჰყავს შეყვანილი - მას 2004 წელს ცხინვალის დაბომბვაში ადანაშაულებენ. მანამდე, სანამ ბედიანაშვილს ცხინვალში არ უშვებენ, იქ შერეული საკონტროლო კომისიის შეკრება, როგორც ჩანს, გამორიცხულია - ლაპარაკია თვის ბოლოს სხდომის ვლადიკავკაზში ჩატარებაზე. თუმცა შეკითხვას, შედგება თუ არა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ვლადიკავკაზში, ბორის ჩოჩიევი უპასუხებს:
[ბორის ჩოჩიევის ხმა] ”თუ საქართველოს მხარე სხდომის ჩასაშლელად რაიმე ახალ მიზეზს არ მოიგონებს.”
საქართველოს მხარე, როგორც უკვე ვთქვით, მოლაპარაკების არსებულ ფორმატზე იმედს დიდი ხანია აღარ ამყარებს და მის შეცვლას ითხოვს. თბილისში აცხადებენ, რომ სამშვიდობო პროცესში ღრმა სტაგნაციის შენარჩუნებას რუსეთის მხარე ყოველნაირად ხელს უწყობს. ამიტომ ოფიციალური თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით მოლაპარაკების პროცესის ქართულ-ოსურ ორმხრივ ფორმატში გადატანას ცდილობს.