დღეს საქართველოს სკოლების უმეტეს ნაწილში სასწავლო პროცესი დაიწყო. განახლებული და გალამაზებული სკოლები,
შეცვლილი სახელმძღვანელოები, სკოლის ფორმები და მშობლების ცარიელი ჯიბეები - ასე შეხვდნენ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებას საქართველოში. ხარისხიანი განათლება 21-ე საუკუნეში ფუფუნების საგანს წარმოადგენს, - აცხადებენ მშობლები. ქვეყნის პირველი პირი სკოლებში კომპიუტერებისა და მერხების რევოლუციაზე საუბრობს.
თბილისის საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში 18 სექტემბერს პირველი ზარი დაირეკა. დედაქალაქის 116 სკოლა გარემონტდა, ხოლო 207-ვე სკოლაში დაიდგა ახალი მერხები. სიახლეა ისიც, რომ 1-დან მე-6 კლასამდე ყველა ბავშვს ფორმა ეცმევა. თუმცა განათლების მინისტრი, ალექსანდრე ლომაია, მთავარ სიახლედ მაინც სხვას მიიჩნევს:
[ლომაიას ხმა] ,,განახლებული სკოლებისა და იმ ლამაზი ფორმების გარდა, ალბათ, მთავარი სიახლე არის ახალი სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები 1, მე-7 და მე-10 კლასებში.”
განახლებული სკოლის შენობები ბავშვების აღფრთოვანებასაც იწვევს. თუ დაწყებითი კლასის მოსწავლეები გალამაზებულ შენობებზე ამახვილებენ ყურადღებას, უფროსკლასელებს გული სწყდებათ, რომ მალე განახლებული სკოლის კედლებს დატოვებენ.
[მოსწავლეების ხმა] ,,კარგი სკოლა იყო და მომეწონა ძალიან. გახსნაც მომეწონა და სტადიონი გაგვიკეთეს, კალათბურთის მოედანი და კინგ-ბოქსის სტადიონიც გვაქვს, ყველაფერი, წიგნები ჩაგვაწერინეს და სხვა არაფერი.”
,,ძალიან მომეწონა სკოლა, კარგად გაარემონტეს, ყველაფერი კარგია, ბოქსი, კარატე, ფეხბურთი. რა ვიცი, ყველაფერი კარგია, ყველას მოეწონა, მე მგონი, და ყველა კმაყოფილი დარჩა ამ სკოლით.”
,,უფრო გავიზარდეთ და ვაცნობიერებთ, რომ მომავალში უფრო სერიოზულად უნდა ვისწავლოთ და მოვემზადოთ.”
,,ყველაზე პოპულარული კლასი ვართ და, ალბათ, უფრო ის გვიხარია. რომ წავალთ სკოლიდან, კარგად დავამახსოვრდებით, მართლაც, მასწავლებლებს.”
,,უხარიათ, რომ ჩვენ ფორმები ჩავიცვით და ქალაქში გავედით ეგრე.”(სტილი დაცულია)
განათლების რეფორმების შესახებ პედაგოგებიც საუბრობენ, მათი უმრავლესობა სკოლებში ფორმების შემოღებას მიესალმება და ახალი სასწავლო წლიდან ბავშვების წიგნებთან დაბრუნებას შეეცდება:
[პედაგოგების ხმა] ,,კონკრეტული რაოდენობა იქნება კლასებში და პროგრამებია ახალი. ცვლილებებია ის, რომ პირველ, მე-7 და მე-10 კლასებში სულ ახალი პროგრამით წავა სწავლება. შეერთებულია საგნები - მაგალითად, მე-7 კლასში ისტორია და გეოგრაფია შეერთებულია, შეერთებულია ფიზიკა, გეომეტრია, ქიმია..”
,,ახლა მეთოდიკაა შეცვლილი, პედაგოგზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს. ვცდილობთ, რომ ბავშვმა ისწავლოს სწავლა. წიგნს ცოტა დასცილდა ბავშვი. ეს არის ჩვენი სადარდებელი. ზოგჯერ ბავშვი პედაგოგზე კარგი ჩაცმული მოდიოდა, პირობების მიხედვით, და უნდა იყოს ფორმები, დისციპლინა, წესრიგი, მოვლა და მერე ერთმანეთში, იცით, რა, ბავშვები შენ ეს გაცვია, შენ ეს გაცვია და ეს მერე მოაწესრიგებს მერე ამ საკითხს.”
,,რაც თანამედროვე მეთოდი იქნება, უკეთესია და ამას დრო გვაჩვენებს შედარებით. მაგრამ გაუმჯობესებულია შედარებით და წინსვლა იგრძნობა. ეხლა უფასო სწავლება ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა და, უბრალოდ, საშუალებები და პირობები მოითხოვს, რომ ფასიანი იყოს.”(სტილი დაცულია)
ახალი სასწავლო წელი სერიოზულ საფიქრებელს მშობლებსაც უჩენს. გარემონტებული სკოლების გარდა, მათ სოციალური პრობლემებიც აღელვებთ. მშობლების განცხადებით, წელს ერთი მოსწავლის მომზადება მინიმუმ 300 ლარს საჭიროებს.
[მშობლების ხმა] ,,რაღაცეები აქვს თავის დისგან, უფროსი და ჰყავს და რაღაცეები საყიდელი ექნება, ალბათ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა იქნება საყიდელი და რა არა. რთულია რა, ბავშვის მომზადება, არ არის ადვილი. ტანსაცმელი არ მაქვს საყიდელი და ამიტომ უფრო იოლად გავალ, ალბათ.”
,,ტანსაცმელები და წიგნები და რვეულები და ჩანთები - ეგ უკვე სხვაა... ძვირი ჯდება, ძვირი სიამოვნებაა უკვე სწავლა დღეს.”
,,ძალიან მომწონს, სკოლები რომ გაკეთდა, გარემონტდა და ძალიან კარგად გამოიყურება, ძალიან ლამაზად, ძალიან სასიამოვნოა, მივესალმები ყველაფერ ამას, მაგრამ რომ ვერ ვაკმაყოფილებ სასკოლო მოთხოვნილებას, გინდა ჩაცმულობა, გინდა სასკოლო წიგნები და.. ამის საშუალება, რომ არ არის, საწყენია.”((სტილი დაცულია)
ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმაც მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე საქართველოს ყველა სკოლა ევროპული სკოლების მსგავსი იქნება. სასწავლებლებში ვიდეო კამერები დამონტაჟდება, რათა იარაღისა და ნარკოტიკების შეტანა გაკონტროლდეს:
[სააკაშვილის ხმა] ,,პირველი, მთავარი რამ გავაკეთეთ, გამოვცვალეთ გათბობა, იმიტომ რომ აღარ გვინდა, ბავშვები რომ იხრჩობოდნენ და ამ ხრჩოლვაში, ამ საკვამურში იყვნენ. გამოვცვალეთ სველი წერტილები, რათა ბავშვები შეეჩვიონ თავიდანვე სანიტარულ პირობებს. ყველა ჩვენ ბავშვს ექნება კომპიუტერი, ეს არის კომპიუტერული რევოლუცია, ეს არის მერხების რევოლუცია, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი.”(სტილი დაცულია)
ის, რომ ქვეყანა ბავშვებს ეკუთვნით და ამაყები უნდა იყვნენ, კიდევ ერთხელ შეახსენა მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებს. იმ სკოლებში კი, სადაც სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს განახლდება.