რომის პაპი ძალიან შეწუხებულია უარყოფითი

რომის პაპი ძალიან შეწუხებულია უარყოფითი რეაქციით, ისლამურ სამყაროში რომ გამოიწვია მისმა გამოსვლამ,
რომის პაპი ძალიან შეწუხებულია უარყოფითი რეაქციით, ისლამურ სამყაროში რომ გამოიწვია მისმა გამოსვლამ,
რომელიც ისლამისა და ძალადობის ურთიერთმიმართებასაც შეეხებოდა. როგორც ბენედიქტე მე-16-მ დღეს, რომთან მდებარე კასტელ განდოლფოს რეზიდენციაში აღნიშნა, გამონათქვამი, რომელმაც მუსლიმანები აღაშფოთა, ციტატა იყო და არ ასახავს პაპის შეხედულებას. პაპის განმარტებით, მისი გამოსვლის მიზანი იყო, მუსლიმანებთან გულახდილი დიალოგის დაწყება. მუსლიმანები მოითხოვდნენ ბოდიშს პაპისგან გამონათქვამის გამო, რომელმაც გასულ კვირაში, პაპის გერმანიაში ვიზიტისას გაიჟღერა. ეს იყო ციტატა მე-14 საუკუნის ბიზანტიელი იმპერატორის გამონათქვამიდან, რომ მოციქულ მუჰამედს ბოროტების მეტი არაფერი მოუტანია მსოფლიოსთვის.