ორიოდე დღის წინ, სუამის ქვეყნების ინიციატივით, გაეროს გენერალური ასამბლეის 61 -ე სესიის დღის წესრიგში განსახილველად შევიდა რეზოლუციის პროექტი ”სუამის
(საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ტერიტორიაზე გაჭიანურებული კონფლიქტებისა და, საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების თვალსაზრისით, მათი შედეგების შესახებ. ” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში საერთაშორისო გაერთიანება სუამის ტერიტორიაზე გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ რეზოლუციის შეტანას. სუამის ქვეყნების ინიციატივის გატანა არ იყო იოლი. მე უკვე გადალახულ სირთულესა და მიღწეულის მნიშვნელობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელს, ირაკლი ალასანიას, ვესაუბრე.
[ირაკლი ალასანიას ხმა] ”მნიშვნელობა ამ სიახლის არის ძალიან დიდი. ოთხივე ქვეყანას - და, მათ შორის, ჩვენ - გვეძლევა საშუალება პირველად გენერალურ ასამბლეაზე ვიმსჯელოთ კონფლიქტებსა და იმ სირთულეებზე, რომლებსაც ვაწყდებით ამ კონფლიქტების მოგვარების გზაზე. მნიშვნელოვანი არის ის, რომ გენერალურ ასამბლეაზე არავის არა აქვს ვეტოს უფლება. იმ თემების განხილვაში, რომლებიც უშიშროების საბჭოში იხილებოდა, საქართველო ხშირად ვერ მონაწილეობდა, რადგან საქართველო არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, არც სუამის სხვა ქვეყნები. და თუ მოხდებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე თემის გააქტუალურება, იყო ქვეყნები, რომლებიც ამას ბლოკავდნენ.”(სტილი დაცულია)
ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველომ - და მასთან ერთად სუამის სხვა ქვეყნებმა - მოიპოვა ახალი ტრიბუნა და ახალი ინსტრუმენტი. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ლაპარაკი არ არის ერთჯერად ღონისძიებაზე. სუამის ქვეყნებს ამიერიდან მუდმივად ექნებათ საშუალება ისარგებლონ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ტრიბუნით, გენერალური ასამბლეის სესიის ფორმატში აქტუალური გახადონ სუამის ქვეყნების ტერიტორიაზე გაჭიანურებული კონფლიქტების თემა და, რაც მთავარია, რეზოლუციის პროექტის წარდგენის შემდეგ გაეროს გენერალური ასამბლეის მდივანს მოსთხოვონ ანგარიში იმ საკითხებზე, რომელთაც სუამის ქვეყნები გენერალური ასამბლეის წინაშე დააყენებენ.
რუსეთი იყო წინააღმდეგი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დღის წესრიგში სუამის ქვეყნების ინიციატივისა და მოთხოვნის გათვალისწინების. უფრო მეტიც, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის კამინინის განცხადებით, დაუშვებელი იყო სუამის ქვეყნების ტერიტორიაზე გაჭიანურებული კონფლიქტების განხილვისთვის გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატის ამოქმედება. ”ეს ნაბიჯი კონტრპროდუქტიული იქნება. რუსეთში მიაჩნიათ, რომ მის მიზანს კონფლიქტების მოწესრიგების არსებული ფორმატის შეცვლა წარმოადგენს,” - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ირაკლი ალასანიას ჩვენ ვკითხეთ, რამდენად ძლიერი იყო რუსეთის წინააღმდეგობა გაეროში და როგორ მოხერხდა ამ წინააღმდეგობის დაძლევა:
[ირაკლი ალასანიას ხმა] ”პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს რეზოლუცია არ გასულიყო და წარმატებასაც კი მიაღწიეს გენერალურ კომიტეტზე, როდესაც დღის წესრიგი შემუშავდა. მეორე დღეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მეცადინეობით მოხერხდა საკითხის კენჭისყრაზე გატანა. იყო შემოთავაზებები გადაგვეტანა საკითხი, მოგვეცადა, რაზეც არ დავთანხმდით და მივიღეთ ჩვენთვის ძალიან სასურველი შედეგი. გენერალურ ასამბლეაზე საუბარი იქნება კონფქლიტების მოწესრიგების უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებასა და უკვე გამოცდილი არაეფექტიანი ფორმატების გადახედვაზე. ”
გაეროს უშიშროების საბჭო იღებდა რეზოლუციებს აფხაზეთის პრობლემასთან მიმართებით. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, აფხაზეთთან ერთად, სამხრეთ ოსეთის პრობლემასაც განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საქართველოს აქვს დრო პარტნიორებთან ერთად სერიოზულად იმუშაოს რეზოლუციის პროექტზე, თუმცა, ირაკლი ალასანიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დროში გაიწელება.