სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გააკრიტიკა უცხოელი დიპლომატები,
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გააკრიტიკა უცხოელი დიპლომატები,
რომლებიც გუშინ ეწვიენ ცხინვალს. დიპლომატებმა სეპარატისტები გააკრიტიკეს 3 სექტემბრის ინციდენტის გამო - საქმე ეხება ქართული შვეულმფრენის ჩამოგდების მცდელობას. 12 სექტემბერს ცხინვალში იყვნენ ჩასული საქართველოში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და აშშ-ის ელჩები. ისინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა შეხვედრას "დაძაბული" უწოდა - მასზე, ამავე წყაროს ცნობით, მხარეებმა ვერ მიაღწიეს რაიმე კონსტრუქციულ შედეგებს.